LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო არჩვაძემ ახალი სიმღერა მეუღლეს მიუძღვნა

Ardaidardo.Geდათო არჩვაძის ახალი სიმღერის პრემიერა დღეს რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგება. სიმღერის სახელწოდება გახლავთ „გათენება მიხარია“. მისი ტელეპრემიერა ახლახან ეკა ხოფერიას ტოქ-შოუში შედგა.

 

დათო არჩვაძე:

ამ სიმღერის ტექსტის ავტორი გახლავთ ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ნანა ცინცაძე, რომელსაც უდიდეს მადლობას გადავუხდი ამ სიმღერისთვის და ყველა იმ ჰიტის ლექსებისთვის, რაც ერთად შევქმენით. სხვათა შორის, პირველი ორი ფრაზა და სიმღერის სახელწოდება მე მეკუთვნის, დანარჩენი – ნანას. ჩემი და ნანას ტანდემს დიდი პაუზა გვქონდა საკმაოდ. დაახლოებით ორწლიანი და ამ პაუზის მერე განსაკუთრებულმა მუზამ იხეთქა (იღიმის).

ეს სიმღერა ეკა ხოფერიას შოუდან მოისმინა ჩემმა მეუღლემ, რომელსაც რა თქმა უნდა, ეძღვნება „გათენება მიხარია“.

ჩემდა საბედნიეროდ, ამ სიმღერას უკვე დიდი გამოხმაურება აქვს „ფეისბუქ“-გვერდზე.

მალე „არ დაიდარდოს“ კიდევ ერთ ახალ სიმღერას მოვუტან. ეს არის „ქართული ხმების“ კვარტეტის სიმღერა, რომელიც ახლო მომავალში მზად იქნება…