LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”როგორც კი აცივდება, ამ სიმღერას მსმენელი აქტიურად ითხოვს”

Ardaidardo.Geგადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” კომპოზიტორი ნუგზარ ჩხეიძე და მომღერალი ირმა სოხაძე ესტუმრნენ.

 

– ”ვიყავით ერთად”, ”ხომ არ შეგცივდათ ქალბატონო”… ძალიან ბევრი ცნობილი სიმღერის ავტორი ხართ, რატომ არ აქტიურობთ?

 

– ალბათ ჩემი პროფესიის დამსახურებაა. მე რეჟისორი ვარ. იმდენად ჩემი გარემოა რადიო, ტელევიზია, რომ არც მიფიქრია სადმე სტუმრად მივსულიყავი. უფრო რეჟისორი ვარ, ვიდრე კომპოზიტორი. შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, ვმღეროდი, ვუკრავდი.

 

– როდის დაწერეთ პირველი სიმღერა?

 

– ძალიან დიდი ხნის წინ. ეს იყო ”ვიყავით ერთად” – ზამთარზე იყო მაშინ ტექსტი. სატელევიზიო გადაცემისთვის მჭირდებოდა, რამდენიმე კომპოზიტორს შევუკვეთე და არ მომეწონა, ამიტომაც გადავწყვიტე მე დამეწერა. ძალიან ხშირად მიხდებოდა პირველ არხზე ცენტრალური საახალწლო გადაცემების კეთება. ”ხომ არ შეგცივდათ ქლბატონო” სწორედ ამ გადაცემისთვის დაიწერა და კლიპიც გადავიღე. თუ მოწონებებით ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტი ნახვა აქვს ”ვაკის პარკის” ”როცა მოგწყინდებას”.

 

ირმა: – გავგიჟდი, რომ მოვისმინე. ტექსტი იყო ზამთარზე, ამიტომ მინდოდა არ ყოფილიყო სეზონზე დამოკიდებული და მე თვითონ დავწერე სხვა ტექსტი. ამის შემდეგ წავიდა მთელი ციკლი – ჩემს მიერ დაწერილი ტექსტები და ნუგზარის მელოდიები. ძველ ვერსიას, ახალ წელზე, ეკა მამალაძე მღეროდა, რომ მოისმინა, ძალიან ინანა. ჩემს თავს ვერ ვაპატიებო, ასე თქვა. მეც დამემართა ასე, ძალიან ვინანე რომ არ ვიმღერე აქტიურად ?”როცა მოგწყინდება”. თავიდან დუეტი ჩავწერეთ მე და ნუგზარმა, ამასობაში ”ვაკის პარკმაც” გვთხოვა მერაბ სეფაშვილთან ერთად და შესანიშნავი გამოვიდა.

 

–  ალბომი გაქვთ?

 

– რაც გამოქვეყნებულა 20-მდე სიმღერა მაქვს. ალბომი დაახლოებით 15 წლის წინ გამოვიდა, მასში 12 სიმღერა შედიოდა. იყო DVD-იც, ახლა გაყიდვაში აღარ არის. სიმღერა, ”ხომ არ შეგცივდათ ქალბატონო”, არცერთხელ არ შესრულებულა სცენაზე… ერთი შემთხვევა იყო მხოლოდ, თემურ ყვითელაშვილმა თავისივე საღამოზე სოლო დაუკრა.

 

– სხვათაშორის, გაგახარებთ და გეტყვით, როგორც კი აცივდება ხოლმე, ეს სიმღერა ძალიან მოთხოვნადი ხდება… ვისთან გითანამშრომლიათ და ვისთან იყო ყველაზე განსაკუთრებული?

 

– ირმა სოხაძე კონკურსგარეშეა. არსებულ მელოდიაზე ყველა ტექსტი იშვიათი გამონაკლისის გარდა, ირმას ეკუთვნის. ჩემს სიმღერებს მღერიან მამუკა ონაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ეკა მამალაძე, ნანი ბრეგვაძე, ზურა დოიჯაშვილი, მამუკა კიკალეიშვილი…

 

– ბოლოს როდის დაწერეთ სიმღერა?

 

– სამი თვის წინ, ამას მიზეზი აქვს. მაიძულეს, რომ ერთი საღამო გაკეთებულიყო ჩემი სიმღერების და მინდოდა რომ ძველ სიმღერებთან ერთად ახალიც ყოფილიყო. ერთი არის ნოდიკო ტატიშვილის შესრულებით და მეორეს ლაშა ღლონტი და მისი მეგობრები ასრულებენ – ”შენთან დავრჩი” ასე ქვია.

 

– თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენს მიერ შექმნილი ჰიტების ახლებური ვერსიები ჩაწერილიყო?

 

– დადებითად ვუყურებ ამ ფაქტს, თუმცა, არ მინდა ჩემგან მოდიოდეს ინიციატივა. ”მე ისეთი კარგი ვარ” – ნუგზარ კვაშალის შესრულებით სწორედ ასეთი ვერსიაა, როკის სტილშია და სულ სხვა ვარიანტია.

 

– ქალბატონო ირმა, თქვენ რომელ სიმღერებს გამოარჩევთ მისი რეპერტუარიდან?

 

– იყო ”როცა მოგწყინდება”, ძალიან მიყვარს ამ ბოლო დროს ”ჩემი საქართველო”, არ მიყვარს არც ჩემი ლექსისა და არც სიმღერის ქება, მაგრამ ამ შემთხვევაში ნუგზარს ვაქებ. ასევე იყო ”შენ არავის, სულ არავის გავხარ”, ესეც ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი გახლავთ. მინდა ჩვენი საერთო პროექტების შესახებ გიამბოთ. 7 დეკემბერს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში სულხან ცინცაძის საღამო გაიმართება. ეს იქნება ბოლო აკორდი, ასე ვთქვათ, იყო საიუბილეო კონცერტების მთელი სერია. იქნება კინო მუსიკა, ცნობილ მომღერლებთან ერთად მიიღებენ ბავშვები მონაწილეობას, იქნება სულხან ცინცაძის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.

– თქვენ იმ პერიოდში მუშაობა ტელევიზიაში მოგიწიათ, როდესაც ცენზურა იყო ძალიან მძლავრი…

 

– ჩემთვისაც გასაოცარია, რომ ასე ჩუმად ჩაიარა ყველაფერმა. ალბათ პროფესიამ მიშველა და ჩემს მიმართ არ ყოფილა შეზღუდვები. სულ მაქებდნენ. ერთ ანეგდოტურ სიტუაციას მოგიყვებით, მერაბის სიმღერაზე ”რა სიმშვიდეა” ერთმა ცნობილმა მომღერალმა მითხრა, ძალიან ცნობილ კომპოზიტორს უთქვამს, მეთექვსმეტე მოსმენაზე არ მომეწონაო. ერჩოდნენ უამრავს მომღერალს.

 

– ვინ არის თქვენი პირველი მსმენელი?

 

– ყველაზე კრიტიკული ვარ მე თვითონ. სიმღერას ერთი სამი თვე თავად ვუსმენ, თუ მე არ მომბეზრდა, შემდეგ ვასმენინებ სხვას. როდესაც ჩაიწერება სიმღერა, თვეობით ვუსმენ და როდესაც გადავწყვეტ, რომ შეიძლება მისი გამოჩენა, მხოლოდ შემდეგ მოისმენს საზოგადოება.

 

– მოგვიყევით ახალ სიმღერაზე, რომელსაც ლაშა ღლონტი, აჩიკო ბერიძე და სანდრო კობახიძე ასრულებენ…

 

– იშვიათი გამონაკლისია, რომ ტექსტის ავტორი არ არის ირმა სოხაძე. ტექსტი ჩემმა კოლეგამ, ჟურნალისტმა და პოეტმა თამრიკო ბოლქვაძემ დაწერა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ტელევიზიაში, შემოქმედებითი ურთიერთობა არასოდეს არ გვქონია. ჩემთან ოთახში დგას პიანინო, ის მოდიოდა დერეფანში. ვუთხარი, მელოდია მაქვს თქო, შემოდი, დაგიკრავ და თუ მოერგები-თქო. არ გაჩერდეო მითხრა და დაიწყო წერა. 15 წუთში ტექსტი მომაწოდა. ძალიან კმაყოფილი ვარ. რადგან რეჟისორი ვარ, სხვანაირად ვუყურებ, სიმღერაში არის ერთი ორი ფრაზა და მივხვდი რომ ამ ფრაზებს, ლაშას გარდა სხვა ვერ იმღერებდა. ბევრმა მომღერალმა საკუთარი სიმღერის ტექსტი არც კი იცის. მე ლაშას ვიცნობ და ვიცი როგორ გამოთქვამს ამა თუ იმ ფრაზას. ჩაიწერა კინოსტუდიის ხმის ჩამწერ სტუდაში. არანჟირება თემურ მაისაშვილს ეკუთვნის.

 


ლაშა ღლონტი, აჩიკო ბერიძე, სანდრო კობახიძე – შენთან დავრჩი

Audiolashaglonti-shentandavrchi

 



გადაცემის აუდიოჩანაწერი


Audionugzarchxaidze


ვიდეო კოლაჟი

ირმა სოხაძე – გელოდები. Live

ფოტოები