ამერიკულმა გამოცემამ Popcornnews ტელევიზიის ისტორიაში 10 ყველაზე ძვირადღირებული სერიალის სია გამოაქვეყნა. ყველასთვის მოულოდნელად „სამეფო კარის თამაშები“ ამ რეიტინგში მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა. პირველ ადგილზე კი აღმოჩნდა სერიალი „სასწრაფო“, რომელიც ეკრანებზე 1994-2009 წლებში გადიოდა და რომლის თითოეული ეპიზოდის გადაღება 13 მილიონი დოლარი ჯდებოდა.
- სასწრაფო (ER)
სერიალის შემქმნელი მაიკლ კრაიტონია, ის 15 ეპიზოდისგან შედგება და სულ 331 ეპიზოდს მოიცავს. ეკრანებზე ის 1994 წლიან 2009 წლამდე გადიოდა. „სასწრაფო“ჩიკაგოს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ბრიგადაზე და მათ პაციენტებზე გვიყვება.
- რომი (Rome)
სერიალმა შვიდჯერ მიიღო „ემი“ და ორჯერ იყო წარდგენილი ოქროს გლობუსზე. ის 2 სეზონისგან შედგება და თითოეული სერიის ბიუჯეტი 10 მილიონი დოლარია.
https://www.youtube.com/watch?v=s9SJSC1ve-I
- მეგობრები (Friends)
საკულტო სერიალი მხოლოდ მესამე პოზიციას დასჯერდა. ის 1994 წლიდან 2004 წლამდე გადიოდა ეკრანებზე, სერიალი 10 სეზონისგან შედგება და სატელევიზიო ისტორიაში დღემდე საუკეთესო კომედიური ჟანრის სერიალად ითვლება. თითოეული ეპიზოდის ბიუჯეტი 10 მილიონი დოლარია.
- მარკო პოლო (Marco Polo)
ეს კიდევ ერთი პოპულარული სერიალია ისტორიული ჟანრის პროექტებიდან. თითოეული ეპიზოდის ღირებულება 9 მილიონ დოლარს შეადგენს და ის დღემდე გადის ტელეეკრანებზე. განსხვავებით „სამეფო კარის თამაშებისგან“ ის ნაკლებადაა პოპულარული ჩვენს ქვეყანაში.
- კამელოტი (Camelot)
ეს ისტორიული სერიალი „სამეფო კარის თამაშების“ პრემიერამდე 2 თვით ადრე გამოვი და თავიდანვე განწირული იყო დაბალი რეიტინგისთვის. თითოეულ სერიაზე 7 მილიონი დოლარი იხარჯებოდა, ფანტასტიურმა სამსახიობო გუნდმაც კი ვერ უშველა სერიალის რეიტინგს და ის პირველივე სეზონზე დაიხურა.
https://www.youtube.com/watch?v=3eb-EBdwRtk
- სამეფო კარის თამაშები (Game of thrones)
ამ სუპერპოპულარულმა სერიალმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა სატელევიზიო სერიალების ისტორიაში. ჯორჯ მარტინი რომანის ეკრანიზაციის თითოეული სერიალი 6 მილიონი დაჯდა.
- ფრეიზერი (Frasier)
სერიალი 11 სეზონისგან შედგება და ის 1993 წლიდან 2004 წლამდე გადიოდა. ეპიზოდის ბიუჯეტი 5,2 მილიონი დოლარი იყო, ხოლო ამ ბიუჯეტის 30 პროცენტი მსახიობზე, კელსი გრემერზე მიდიოდა, რომელიც სერიალში ბოსტონელი ფსიქიატრის როლს ასრულებდა.
- იატაკქვეშა იმპერია (Boardwalk Empire)
20-იანი წლების შესახებ გადაღებული ეს სერიალი 2010 დან 2014 წლამდე გადიოდა ეთერში. საპილოტო სერიის რეჟისორი მარტინ სკორსეზე გახლდათ და თითოეული სერიის ბიუჯეტი 5 მილიონი დოლარი იყო.
- დედვუდი (Deadwood)
მიუხედავად იმისა, რომ სერიალის თითოეული ეპიზოდი 4,5 დოლარი ჯდებოდა, მან იმედები მაინც ვერ გაამართლა. ის ეთერში მხოლოდ 3 სეზონის მანძილზე გადიოდა.
- ტერა ნოვა (Terra Nova)
ესაა სერიალი მოგზაურობაზე დინოზავრების ეპოქაში. ტელეკომპანია Fox-ს მასშტაბური დეკორაციისთვის უდიდესი ბიუჯეტი დაეხარჯა და გასაკვირი არაა, რომ სერიალმა მხოლოდ 1 სეზონი გასტანა.
https://www.youtube.com/watch?v=uBb6Kyd7vAc










