ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილები უკვე არც ისე პატარები არიან და ნელ-ნელა დამოუკიდებლები ხდებიან, რაც ანჯელინასთვის მარტივად გადასატანი არ აღმოჩნდა. მსახიობმა განაცხადა, რომ შვილებზე ძალიან არის დამოკიდებული და სახლსა თუ გადასაღებ მოედანზე მუდმივად ერთად არიან.
კამბოჯაში ახალი ფილმის გადაღებებზე ანჯელინა შვილების წაყვანას აპირებს. ამასთან, ცნობილია, რომ ფილმის ბევრ სცენაში 250-მდე ბავშვი იღებს მონაწილეობას, რაც მსახიობს ძალიან ახარებს.
„ჩემს გარშემო უამრავი სათამაშოა, ჩემს ფილმში 250-მდე ბავშვი მონაწილეობს, ამიტომ სათამაშოებით არის სავსე სახლი, მანქანა, სატვირთო მანქანა… ძალიან მიყვარს ბავშვები,“- ამბობს ენჯი.
