ბავშვობაში ბევრ ჩვენგანს ჰქონია მეგობრობის დღიური, სადაც კლასელები და ბავშვობის მეგობრები ჩვენს მოფიქრებულ შეკითხვებზე სცემდნენ პასუხს. ეს ერთგვარი კეთილგანწყობის გამომხატველი გახლდათ და თანაც, საინტერესო იყო ერთ შეკითხვაზე პასუხი,„რას ფიქრობ ჩემზე“.
თაკო გაჩეჩილაძემ სოციალურ ქსელში თავისი მეგობრობის დღიურიდან ორი ამონარიდი გამოაქვეყნა, ერთი ნინი ბადურაშვილის სურვილებია მისადმი, მეორეში კი – ნიკოლოზ რაჭველის. ნინის ჩანაწერი 1997 წელსაა დაწერილი, ნიკოლოზ რაჭველის – 1996 წელს. ნინი წერს, რომ იმედი აქვს, ის და თაკო, რომ გაიზრდებიან, დიდი მომღერლები გამოვლენ და შეხვდებიან მერაია კერის და უიტნი ჰიუსტონს, ნიკა რაჭველი კი აღნიშნავს, როგორი ბედნიერია, რომ თაკოსთან მეგობრობის შესაძლებლობა მიეცა.

