თვითმფრინავის მგზავრი ამტკიცებს, რომ საიდუმლო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე „მფრინავი თეფში“ გადაიღო, ინფორმაციას DailyMail ავრცელებს.
American Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის მგზავრი კალიფორნიიდან ტეხასში მიფრინავდა, როდესაც დევადას უდაბნოში გიგანტური მეტალის დისკო შენიშნა და ფოტოები გადაიღო.
მგზავრის სახელი და გვარი უცნობია, მან გადაღებული მასალა ორგანიზაცია Mutual UFO Network-ს გადასცა, ორგანიზაცია აშშ-ში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებულ საკითხებს იძიებს.



