მეგი გოგიტიძე 27 ნოემბერს, „One Side“-ში ლაივ-ბენდთან ერთად კონცერტს გამართავს. კონცერტი საღამოს 11 საათზე დაიწყება. ზემოხსენებული ბენდის მუსიკოსებთან ერთად ის წლებია, მღერის. ხვალინდელ კონცერტზე ახალ სიმღერებსაც წარადგენს, მათ შორის ერთ-ერთს მალე ჩაწერს და კლიპსაც გადაიღებს, მანამდე სიმღერის პრემიერა ტელეეთერით შედგება, შემდეგ კი რადიოებშიც გადაინაცვლებს…
მეტი გოგიტიძე:
სულ მოძრაობაში ვარ, საქართველოშიც უამრავი კონცერტი მქონდა და უკრაინაშიც. კიევში გამოვდივარ სხვადასხვა კლუბში, თეატრებში, სხვადასხვა სივრცეში. მქონდა კონცერტები „ინდიგოში“ და კლუბში, რომელიც ანი ლორაკის ქმარს ეკუთვნის. უკრაინას რაღაც გეგმებიც უკავშირდება, თუმცა მათზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი…
ხვალინდელ კონცერტზე ჩემს რეპერტუარს შევასრულებ, თუმცა მსმენელს ახალი სიმღერებიც ელოდება, მათ შორის ერთ-ერთს მალე ტელეეთერით წარვადგენ, შემდეგ კი კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ. ჯერ მის სახელწოდებას არ გავამხელ.

