LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო არჩვაძის სიმღერა რაჭაზე – პრემიერა 5 წლის დაგვიანებით

Ardaidardo.Geჯემალ ბაღაშვილის გადაცემაში, „იმედზე“, „ქართული ხმების“ კვარტეტის ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. „რაჭავ, ჩემო“ – ამ სახელწოდების სიმღერისთვის ტექსტი რამდენიმე წლის წინ დეკანოზმა, მამა ზაზა კირვალიძემ შექმნა. როგორც დათო არჩვაძე, მელოდიის ავტორი იხსენებს, დეკანოზი მან რაჭაში სტუმრად ოჯახთან ერთად დაპატიჟა და მდინარის პირას, ერთი კალმის მოსმით, ლექსიც შეიქმნა.

 

დათო ამბობს, რომ მელოდია ხუთი წლის წინ დაწერა, მაგრამ სიმღერა ახლახან ჩაწერა კვარტეტმა და პრემიერა ამდენი წლის დაგვიანებით შედგა, მანამდე ის არავის ჰქონია მოსმენილი.

სიმღერა, რასაკვირველია, ყველა რაჭველს ეძღვნება.