გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ჯგუფი ”იბერია” ესტუმრა.
– ჩემთან სტუმრად არის ჩემი კოლეგა, რადიოწამყვანი ლევან გულბათაშვილი, შენ გამოცდილი ადამიანი ხარ და წარუძეხი ჩვენი გაცნობის თემას,გაგვაცანი ბიჭები, როდის ჩამოყალიბდა ჯგუფი ”იბერია”?
– დიდი მადლობა, რომ მოგვიწვიეთ, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღება. ჯგუფი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შეიქმნა.გვაქვს სიმღერა ”რანუნი”, რომელიც საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო. ჩვენი სოლისტი არის ბექა წულაია, ის პროექტ ”საქართველოს ფანოღის” ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. გიგა სოზიაშვილი არის ”იბერიას” ხერხემალი, მისი იდეით ჩამოყალიბდა ჯგუფი, თუმცა, ჩვენ ძალიან ბევრი წლის მეგობრობაგვაკავშირებს. გუჯა ხარაბაძე უკრავს დოლზე, გიორგი ჯეირანაშვილი ბას გიტარაზე, ბექა კონიაშვილი დუდუკზე, ის ჩვენი ჯგუფის ძალიან ხალისიანი წევრია.ერთი წევრი არ არის დღეს აქ ჩვენთან ერთად, ვახო ჩიმჩიური, ის გარმონზე უკრავს. ლადო გურგენიძე კი ჩვენი ჯგუფის ახალი წევრია, ის ძალიანპუნქტუალურია. პირველი ის მოდის რეპეტიციაზე და ბოლო მე, რატომღაც.
– ვიცი რომ გაქვთ რამდენიმე სიმღერა, რატომ გადაწყვიტეთ ფოლკლორის ჟანრში მუშაობა?
– ოფიციალური ჩანაწერები რაც გავქვს, ყველა მათგანი ფოლკის სტილშია, თუმცა, გვაქვს უცხოური სიმღერებიც, საესტრადო სიმღერებიც. სულ რეპერტუარში 30-მდე ჩვენებური ვერსიაა, საავტორო მხოლოდ შვიდი სიმღერა გვაქვს. სიმღერების დაწერა კოლექტიურად ხდება. ძირითადად ბექა და გიგა მუშაობენ.”რანუნის” ჩვენებური ვერსია ეკუთვნის ბექა წულაიას დედას, არსებობს მისი ძველი ვერსიაც, ”გოგო მიდის მოხვეულში”.
– ბექა, ბოლო დროს ბევრია ძველი სიმღერის ახლებური ვერსია, მისასალმებელია, როდესაც კოლექტივი საკუთარი სიმღერის შექმნას ცდილობს. რაზეაკეთებთ აქცენტს, როდესაც ქმნით ახალ ნამუშევარს?
– კონკრეტულად სიმღერაზე სამშობლო, გეტყვით, რომ ”იბერიას” ამ თემაზე უნდა ჰქონოდა ერთი სიმღერა. რაც შეეხება ”აფხაზურს”, ეს საცეკვაო მელოდიაა დასასიმღერო გავხადეთ, დავწერე ტექსტი აფხაზეთზე. გვაქვს ფოლკლორული სიმღერები, ვცდილობთ ისეთიც გავაკეთოთ, რომელიც ეთნო-ჯაზისკენ იქნებაგადახრილი. გვინდა, ვიღაცისთვის მოსაწონი გახდეს.
– მომრავლდა ამ ბოლო დროს ჯგუფები, რას იტყვით კონკურენციაზე, ძალიან პოპულარული ჯგუფები დგანან იგივე ჟანრში, რომელიც თქვენ აირჩიეთ.რითი შეიძლება მსმენელმა გამოგარჩიოთ?
– ჩვენი მსმნელი გვყავს, რომელსაც შეუძლია შეგვიყვაროს. ჩვენი დიდი სცენა არის მიწისქვეშა გადასასვლელი, სწორედ აქედან დავიწყეთ ერთად მუშაობა. ხალხი ჩერდებოდა, გვისმენდა, არ ავიწყდებოდათ შესაწირი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როდესაც ვნახეთ, რომ ხალხს მოსწონდა ჩვენი სიმღერა.”რანუნისაც” მიწისქვეშა გადასასვლელში ვმღეროდით და ყველაზე მეტად მოსწონდა ხალხს. დიდ სცენაზე ჯერ არ გამოვსულვართ, თუმცა, თურქეთში სოლოკონცერტი გვქონდა. ჩვენებური ვერსიები ჩავიტანეთ, კონცერტი გავმართეთ ასევე მარტვილის კულტურის სახლში.
– ბევრი ეთნო-ფოლკ ჯგუფი არსებობს და არავის ქალი არ ჰყავს შემადგენლობაში….
– ამაზე არც გვიფიქრია, საინტერესოა, შესაძლოა გავითვალისწინოთ კიდეც. მეგობრები შევიკარით და ამ თემაზე აღარ დავფიქრებულვართ.
– რითი საზრდოობს ჯგუფი იბერია?
– ამ ეტაპზე სასაზრდოო წყარო არ გაგვაჩნია, ჩვენით ვახერხებთ ყველაფერს. სამეგობრო გვეხმარება და ყველაფერს მცირე დანახარჯებით ვაკეთებთ.
– ალბომზე თუ გიფიქრიათ?
– ნელა მიდის ეს პროცესი დაფინასებიდან გამომდინარე.
– ვინ არის თქვენი პირველი მსმენელი?
– ვეფხია კანკავას აზრია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ძალიან კარგი მსმენელია და კარგ რჩევებს გვაძლევს.
– გიგა, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ჯგუფი უახლოეს ორ წელიწადში?
– არ ვიცით ორი წლის შემდეგ რა მოხდება, მაგრამ გვინდა, რომ მსმენელმა კარგად შეაფასოს.
– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
– ეს გიგას იდეა იყო. აფხაზური საცეკვაო მელოდია ძალიან მოგვწონდა. სულ სამი აკორდი იყო, სასიმღეროდ დავამატეთ აკორდები, ისე არ იმღერებოდა. ვახოდა გუჯა ცეკვის ანსამბლებშიც უკრავენ, აფხაზეთი ყველას ტკივილია. იმედი გვაქვს ამ შეძახილს თავისი რეზიუმე ექნება. ეს არის ქართველების გამოძახილი აფხაზი ძმების მიმართ. ტექსტი გიგას და ბექას ეკუთვნით. დიდი მადლობა ”არ დაიდარდოს”.
ჯგუფი იბერია – აფხაზეთო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ჯგ. იბერია – რაჭული. Live
ჯგუფი იბერია – სამშობლო. Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
