LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონული გაჯეტების მოხმარება ბავშვებსა და მოზარდებში დაავადებას იწვევს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი დაავადება, რომელიც თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების ხშირი მოხმარების შედეგად ჩნდება.

დაავადება ინსტიტუტ „კოვენტრის“ მკვლევარებმა აღმოაჩინეს. რისკ-ჯგუფში გაჯეტების მცირეწლოვანი მომხმარებლები, ბავშვები და მოზარდები არიან.

„სიმპტომებს შორის არის გულისრევის შეგრძნება, არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილება, ვესტიბულარული აპარატის დესტაბილიზაცია,“ – ამბობენ მკვლევარები.

ექსპერტების მონაცემებით, ეს დაავადება სმარტფონის მფლობელების 80%-ს აღენიშნება.

დაავადების გამომწვევი მიზეზი ეკრანზე გრაფიკული ელემენტების სწრაფი ცვლილებაა. მეცნიერები სმარტფონების მომხმარებლებს ურჩევენ, უარი თქვან ისეთ თამაშებსა და გასართობ პროგრამებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით გრაფიკას შეიცავენ.