LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის მიკრომეწარმე დღეს გამოვლინდება

„მიკრომეწარმე 2015“-ის გამარჯვებულები დღეს გალა დაჯილდოვებაზე გამოვლინდებიან. როგორც ”ფორტუნას”  საქართველოს მიკოსაფინანსო ასოციაციაში განუცხადეს, პროექტი პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ფინანსური მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„მიკრომეწარმე 2015“-ის მიზანია, ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და  გამოავლინოს საუკეთესო მიკრომეწარმეები, რომლებიც  წარმატებით უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესს საქართველოში.

კონკურსში ასობით განაცხადი შევიდა ქვეყნის ყველა რეგიონიდან. თითეული განაცხადი და სააპლიკაციო ფორმა დეტალურად იქნა განხილული და შესწავლილი კომპეტენტური ჟიურის მიერ.

პროექტის გალა დაჯილდოვებაზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო მიკრომეწარმე; წლის საუკეთესო ახალგაზრდა მიკრომეწარმე;  წლის საუკეთესო ქალი მიკრომეწარმე; წლის ყველაზე ინოვაციური მიკრომეწარმე და წლის სოციალურად ორიენტირებული მიკრომეწარმე. კონკურსის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენს. წლის საუკეთესო მიკრომეწარმე ჯილდოდ 5 000 ლარს მიიღებს.

გალა დაჯილდოვებამდე დაგეგმილია გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი ორგანიზაციები: კრედო, ლაზიკა კაპიტალი, კრისტალი, ბი-აი-ჯი, სვის კაპიტალი და ფინკა ბანკი. აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტები „მიკრომეწარმე 2015 -ის სპონსორები და მხარდამჭერები არიან.