ფილმ „ზღვასთან ახლოს“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, სადაც ანჯელინა ჯოლი მთავარი როლის გარდა სცენარის ავტორისა და რეჟისორის ამპლუაშიც მოგვევლინა, მსახიობის მუშაობის არანორმალური რეჟიმი შედარებით მსუბუქი გახდა. The Guardian-თან ინტერვიუში ანჯელინამ საკუთარი ბიოგრაფიის ახალ დეტალებზე, სამომავლო პროექტებსა და საკუთარი ოჯახის ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა.
„ჩემი შვილებისთვის მე უცნაური ვარ. რას ვიზამ, აქვთ უფლება ასე იფიქრონ. მედოქსი ჩემთან ერთად განიხილავს ხოლმე ჩემს სამუშაოს, სცენარებს… ეს ნიშნავს, რომ მას მოწონს ჩემი საქმე. ვივიენი უბრალოდ ბედნიერია, რომ ვახმოვანებ ვეფხვს „კუნგ-ფუ პანდაში“, ის ჯერ ძალიან პატარაა და გიჟდება მულტფილმებზე.
რა თქმა უნდა, არის მომენტები, როდესაც მე ვარ მათთვის დისტანციური, ცივი, თუმცა მათ მომენტალურად შეუძლიათ ჩემი გამხიარულება.
ხშირად, ყველაფერს ვარჩევ ხოლმე დავრჩე სახლში და სახლის საქმე ვაკეთო, აღარ ვცდილობ ყველაფერი დროის მოკლე პერიოდში გავაკეთო და ყველაფერი მოვასწრო.
დიდი იმედი მაქვს, ჩემი შვილები არასოდეს იქნებიან ჩემსავით არანორმალურები. მე 14 წლის ასაკში უკვე ბიჭთან ერთად ვცხოვრობდი! მიუხედავად ჩემი საქციელისა, ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავი დედაჩემთან და მინდა, რომ ჩემი შვილებიც ასევე ახლოს იყვნენ ჩემთან.
მუდმივად ვმოგზაურობთ, თუმცა ვცდილობთ, ქვეყნიდან ქვეყანაში სიარულის დროს ბავშვებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ამასთან, მუდმივად ვაძლევთ საშუალებას, შემდეგი მარშრუტი თავად დაგეგმონ. ჩვენს შვილებს აქვთ უფლება გააკეთონ ყველაფერი, რისი სურვილიც აქვთ. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, მივცე შვილებს სრული თავისუფლება, იმის მიუხედავად, რომ ამას ყოველთვის დადებითი შედეგი არ მოაქვს,“ – ამბობს ანჯელინა.
