გადაცემას ”რადიო დუეტი” გია სურამელაშვილი პროდიუსერთან, მარინა კაშიასთან ერთად ესტუმრა.
– ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, მე ყოველთვის ასე წარგადგენ ხოლმე, როგორ ხარ?
– კარგად ვარ, არ ვარ ცუდად…
– აქ არის შენი პროდიუსერი, მარინა კაშია, მოგესალმებით მარინა, მირეკავენ და ხშირად მეკითხებიან, თუ სად შეიძლება გიას მოსმენა…
– გიამ გახსნა საკუთარი ლაუნჯ რესტორანი, ის 35 ადამიანს იტევს, წინასწარ ხდება დაჯავშნა. იმართება ულამაზესი საღამოები, გია სრული პროგრამით გამოდის, სრულდება ათი სიმღერა. სტუმრებს შეუძლიათ თავად დაუკრან როიალზე და იმღერონ. მენიუს შერჩევა ასევე თავად შეუძლიათ. არის ჩვეულებრივი, რიგითი რესტორნის ფასები. სულ რვა თვეა, რაც გაიხსნა რესტორანი და ძალიან კარგად ვმუშაობთ, ხშირად ადგილები არ არის. გიას კონცერტების შემდეგ სტუმრები უკმაყოფილოები რჩებოდნენ, კიდევ სურდათ მასთან ურთიერთობა, ფოტოების გადაღება. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ვთხოვდი გიას, რომ ლაუნჯი გაგვეხსნა. რესტორანში შესვლა ფასიანია, თუმცა თანხა მიზერულია, არის ევროპულ-ქართული სამზარეულო. ხდება ხოლმე ისე, რომ გია ტოვებს ლაუნჯს და თავის სახლში მიდის. ყველაზე მეტად სტუმრებს ის მოსწონთ, რომ კარაოკე გვაქვს. ორი დღის წინ სტუმრები დილის ხუთ საათამდე მხიარულობდნენ. 599 56 60 72 – ჩვენი ტელეფონის ნომერი და შეუძლიათ მსურველებმა დაჯავშნონ, მისამართი კი სამტრედიის №3.
– მე და შენ ერთ დღეს ვართ დაბადებულები, როდესაც მირეკავ და მიყვები, რომ რაღაც შეგემთხვა, ყოველთვის ემთხვევა ხოლმე ჩვენი თავგადასავლები ერთმანეთს. ვიცი, რომ შენს პროდიუსერს ამ დღესთან დაკავშირებით სიახლე აქვს…
მარინა: – ოთხი წელია გიას დაბადების დღეს მე ვაწყობ. წელს კიდევ უფრო განსხვავებული იქნება, რადგან გვაქვს ჩვენი ლაუნჯ-რესტორანი. გიას დაბადების დღე იქნება სამ დღიანი. 22 და 23 დეკემბერს ავღნიშნავთ ჩვენს ლაუნჯ რესტორანში, 24-ში კი რესტორანში გადავინაცვლებთ, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
გია: – სხვათაშორის მივდივარ გორში, მთელი გორი განიცდის თურმე, რატომ დავშორდით ერთმანეთს, ეს ეხლა გასარჩევი არ არის, ჩვენ ძალიან ლამაზად დავშორდით. ოჯახი არ შეგვიქმნია, მაგრამ მაინც ასე ლამაზად დავშორდით… როდესაც მიყვარდი, როზას გეძახდი. ახალ წლამდე ისრაელში ვიქნები, 31 დეკემბერს ბაკურიანში მივდივართ.
– კარგი სანახავი იქნები თხილამურებზე, ოქროები არ დაგავიწყდეს…
– რომელი ქურქი ჩავიცვა? ოქროებს არ გავიკეთებ… მე, შენ… ყველა ”ზვეზდა” იქ ვიქნებით. შენ ციგით გამომყევი.
– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ, ”ვიცი, მეტყვი”, ასე ჰქვია მას.
– ცოტა სევდიანია, მაგრამ არაუშავს. იმდენი ტაში-ტუშები გადის, რომ ახლა ამის დროა, მე და შენც დავსევდიანდით, წლები თაკო, წლები… ნაწყენი გულით არის ნამღერი. ზურა ჩინჩალაძის დაწერილია.
– რა ხდება გია სურამელაშვილის პირად ცხოვრებაში?
– არავინ მიყვარს, დავფიქრდი და მივხვდი, არავინ არის ღირსი გიყვარდეს, სჯობს აქეთ უყვარდე. მყვარებია, სამჯერ. ამ სამიდან პირველი ყველაზე ძალიან მიყვარდა. დღეს უკვე გია ვარ, სურამელაშვილი, ძალიან ბევრს ვმღერი და მირჩევნია დავიძინო. საყვარელი ადამიანი რომ იწვეს ჩემს გვერდით, ამისთვის აღარ მცალია.
მსმენელი: – მე ვარ ლელა გორიდან. ჩემს უსაყვარლეს გია სურამელაშვილს ვეფერები, ტაში შემოვკარი, შენი ხმა რომ გავიგე, ორივეს გეფერებით, ძალიან მიყვარხართ.
მსმენელი: – თქვენ გაიხარეთ რა, ისე გულიანად იცინით. მარტო ვარ სახლში, ისეთ ცუდ ხასიათზე ვიყავი და გამომიყვანეთ მდგომარეობიდან, მეც გიჟივით ვიცინი. ბედნიერები ყოფილიყავით.
მსმენელი: – გენაცვალეთ, შემოგევლეთ. რომ არ დაგლაპარაკებოდით არ შემეძლო, ძალიან მიყვარხართ. მინდა ახალი დუეტი თქვენგან. ვგიჟდები გია შენს შემოქმედებაზე.
გია სურამელაშვილი – ვიცი მეტყვი
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
