ჟურნალი Interwiev პროვოკაციული ფოტოსესიებით გამოირჩევა. გამონაკლისი არც გამოცემის დეკემბრის ნომერი ყოფილა, რომლის მთავარი გმირიც 18 წლის კაილი ჯენერია.
ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში რეალითი-ვარსკვლავმა თამამ იმიჯზე ისაუბრა
„გარდამტეხი ჩემთვის 16 წლის ასაკში თმის შეჭრა და ცისფრად შეღებვა გახდა, ამის შემდეგ თავს საკმაოდ თავისუფლად ვგრძნობდი. საკუთარ გარეგნობაში ექსპერიმენტების სურვილი ამის შემდეგ მომინდა. დავინახე, რომ ჩემს თვალწინ მთელი სამყარო გადაიშალა. გავიგე, რომ შემიძლია ის ვიყო, ვინც მინდა.






