კომპანია Apple ხუთი სხვადასხვა ტიპის iPhone 7-ის ტესტირებას გადის. ერთ-ერთი პროტოტიპია USB Type-C პორტი Lightning-ის ნაცვლად. ასევე საუბარია სმარტფონიდან Home ღილაკის ამოღებაზე, ამასთან, თითის სკანერი ეკრანზე გადაინაცვლებს.
ასევე არსებობს უსადენო დატენვის, ორმაგი სიმ-მხარდაჭერისა და 3D Touch-ის ფუნქცის მქონე სმარტფონების ვერსიებიც. კონკრეტულად რომელ მათგანზე შეჩერდება არჩევანი, ამ დროისთვის უცნობია.
დანამდვილებით ცნობილია, რომ მომდევნო iPhone-ებს AMOLED-დისპლეი ექნება. თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კომპანია ამგვარ დისპლეის 2018 წლამდე არ გამოიყენებს, ანუ სიახლე iPhone 8-ს შეეხება.
