ერთ-ერთი იტალიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჯგუფ Radiohead-ის ფრონტმენმა, ტომ იორკმა სერვისი YouTube ნაცისტურ გერმანიას შეადარა.
„დღეს ბევრს საუბრობენ უფასო მუსიკისა და კინოს ერას შესახებ. ეს არ არის სწორი. სერვისების შემქმნელები კონტენეტზე ფულს აკეთებენ, მათ შორის Google და YouTube. ისინი ძალაუფლებას ღებულობენ ხელოვნებაზე, როგორც ნაცისტები მეორე მსოფლიო ომის დროს – როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეს ხელოვნებას პარავდა“, – განაცხადა მუსიკოსმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ იორკმა კრიტიკის ქარ-ცერცხლში ასევე სერვისი Spotify გაახვია, როდესაც ის მიცვალებულს შეადარა.
