LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

98 წლის ცოლ-ქმარმა ქორწილი 70 წლის შემდეგ თავიდან გადაიხადა

ჩინელმა წყვილმა გადაწყვიტა 70 წლის მერე ქორწილი იმავე ადგილას გადაეხადა. ამ იდეის განხორციელებაში მათ ოთხი შვილი დაეხმარა: დედა იმავე საქორწინო კაბასა და ფატაში გამოაწყეს, მამას კი დიდი თაიგული მიუტანეს.

ცაო იუხუამ და ვან დეიმ ერთმანეთი 1943 წელს სტუდენტურ წვეულებაზე გაიცნეს.  მალე ცაო მიანმაში, მოგვიანებით კი ინდოეთში თარჯიმნად გაიძახეს. ვანი ჩინეთში დარჩა.

ცაო 1945 წელს დაბრუნდა, სწორედ ამ წელს დაქორწინდნენ ისინი და მას შემდეგ ერთად არიან.

4781910-650-1448896890-20152811153406

70 წლის შემდეგ ცოლ-ქმარი იმავე პარკში დაბრუნდა, სადაც წლების წინ მათი ცერემონია გაიმართა.

4781960-650-1448896890-20152811153408

„მათ რთული პერიოდები გადაიტანეს, ომი, ეპიდემია და კვლავაც ძალიან უყვართ ერთმანეთი. ჩვენ გვსურს მათი სიყვარული უკვდავყოთ“, – აცხადებს წყვილის უმცროსი ვაჟი, 60 წლის ცაო პანპეი.

4781810-650-1448896890-151130124800-04-china-couple-cao-wang-exlarge-169

“წყვილმა ერთმანეთზე უნდა იზრუნოს. მე ყოველთვის მასზე ვფიქრობ, ის კი – ჩემზე“, – გაამხილა ხანგრძლივი ურთიერთობების საიდუმლო ცაო იეხუამ.

4781860-650-1448896890-2

„როდესაც 100 წლის გავხდებით, ისევ დავბრუნდეთ აქ, კარგი?“ – ჰკითხა ვანმა მეუღლეს ცერემონიის შემდეგ.

4782260-650-1448896890-3