თანამედროვე საზოგადოება ნელ-ნელა მიეჩვია ინტერნეტში ფულის ხარჯვას და ტელეფონის აპლიკაციები ბიუჯეტის ისეთივე განუყოფელი ნაწილი ხდება, როგორც კომუნალური გადასახადები.
App Store-ში თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი გემოვნების მქონე აპლიკაციის პოვნა – სრულიად უფასოდან დაწყებული და ზედმეტად ძვირიანად დამთავრებული. ამ უკანასკნელი კატეგორიიდან რამდენიმე მართლაც ამართლებს თავის ღირებულებას: ასეთებია პროფესიონალური ინსტრუმენტები და ელექტრონული წიგნები. მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებიც რამდენიმე ასეული დოლარი ღირს და ხშირად გაუგებარია, რატომ.
The Alchemist SMS
ღირებულება: $449.99
აპლიკაცია გიჩვენებთ მეტალის გადამამუშავებელ უახლოეს პუნქტს და გთავაზობთ საუკეთესო ფასს.
Alpha-Trader
ღირებულება: $999.99
Alpha-Trader შექმნილია პროფესიონალი ინვესტორებისთვის. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში ფასებისა და აქციების დინამიკას თვალი ადევნოთ, ასევე შეადგინოთ რისკების დიაგრამა და ბაზარზე არსებული ინფორმაციის დეტალური აღწერა გააკეთოთ.
Ignition
ღირებულება: $999.99
საკმაოდ საინტერესო აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენს კომპიუტერთან წვდომა სხვა დევაისის საშუალებით მოიპოვოთ. ყველაზე მეტად მას ტოტალური კონტროლისა და მოგზაურობის მოყვარული ადამიანები იყენებენ.
VIP Black
ღირებულება: $1,199,99
აპლიკაციას „მილიონერის საჩუქარი“ უწოდეს. იმისათვის, რომ მისი მფლობელი გახდეთ, ანგარიშზე მინიმუმ მილიონი დოლარი უნდა გქონდეთ, მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლებთ მომსახურებით, რომელიც ექსკლუზიურად VIP-სერვისს გულისხმობს: აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ შეუკვეთოთ პირადი თვითმფრინავი, ასევე ისარგებლოთ პირადი კონსულტანტის მომსახურებით და ა.შ.
Barcelona vs Madrid
ღირებულება: $349.99
აპლიკაცია ორ ლეგენდარულ საფეხბურთო კლუბს ეძღვნება. გრაფიკა შესრულებულია უმაღლესი ხარისხით, თუმცა ბევრი აღიარებს, რომ ამ თანხის გადახდა გაცილებით ღირებულ საქმეშიც შეიძლება.





