LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება თუ არა ზამთარში ელექტროენერგიის გრაფიკი

ზამთარში ელექტროენერგიის არანაირი გრაფიკი არ იქნება, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა. კახა კალაძე ამბობს, რომ კომაპნიებმა ყველა დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაატარეს.

“არანაირი პრობლემა არ გვაქვს ზამთართან დაკავშირებით. კომპანიებმა ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელიც მათ დაგეგმილი ჰქონდათ გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ჩაატარეს. გარკვეული ადამიანების დაჯგუფება ცდილობდა, რომ ქაოსი შემოეტანა თითქოს ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით იქნებოდა ქვეყანაში. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო და მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ ეს არის სიცრუე”, – განაცხადა კახა კალაძემ.