გია ვოლსკი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მისი პოლიტიკური გუნდის სათავეში მოსვლის ალბათობა არ არსებობს.
“პირდაპირ გეუბნებით, არ არის მისი პოლიტიკური გუნდის სათავეში მოსვლის ალბათობა. მე ასე ვიცი და ასე მჯერა. მხარდაჭერა და თანადგომა იქნება ისეთი, როგორც მან თავად განაცხადა”, – განაცხადა ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ კოალიციას მხარს “კიდევ უფრო მეტად დაუჭერს”.
მმართველი გუნდის წევრმა ზვიად ძიძიგურმა გუშინ განაცხადა, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” 2016 წლის არჩევნებშიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მიიღებს მონაწილეობას.
