LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვამზადოთ გემრიელი სადღესასწაულო კერძები?

სადღესასწაულო ვახშამი, როგორც წესი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა გასტრონომიული სიამოვნება, რომელიც თითქმის მთელი თვე გრძელდება არა მარტო ფიგურაზე აისახება ცუდად, არამედ ჯანმრთელობასაც ვნებს – ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი, იზრდება დატვირთვა გულზე, ხერხემალზე და სახსრებზე. საგანგაშო სიგნალს იძლევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და ღვიძლი, ცუდად მოქმედებს წნევაზეც. როგორ მოვამზადოთ გემრიელი სადღესასწაულო კერძები ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას? – გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

აღმოსავლური კალენდრით 2016 წელს ცეცხლოვანი მაიმუნი მფარველობს. საბედნიეროდ, წლის რჩეული უპირატესობას სწორედ მსუბუქ საკვებს და ლამაზ ფიგურას ანიჭებს, რაც ჩვენს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მაიმუნს ნატურალური პროდუქტი უყვარს, ამიტომ საახალწლო მენიუში ნაკლები ცხიმიანი და შებოლილი პროდუქტი და მეტი ბოსტნეულის სალათი და ხილის დესერტი უნდა იყოს.  

საუზმეული

ეცადეთ არ მოამზადოთ მრავალკომპონენტიანი საუზმეული ”მძიმე” კალორიული პროდუქტით. სადღესასწაულო ვახშმისთვის საუკეთესო არჩევანია ტარტალეტი ბოსტნეულის ფარშით, ბუტერბროტი ჭვავის პურით, ნებისმიერი რულეტი და კანაპე ყველით. ბუტერბროტს და კანაპეს ხიზილალა ან ორაგული მოუხდება, რბილი ყველი კი, მშვენივრად ჩაანაცვლებს ცხიმიან და მაღალკალორიულ ნაღების კარაქს. ტარტალეტის შიგთავსზე ფიქრისას თავი შეიკავეთ ძეხვისა და შებოლილი პროდუქტის გამოყენებისგან, ბევრად უკეთესია აირჩიოთ მოხარშული ნაკლებად ცხიმიანი საქონლის ხორცი. ყველი სადღესასწაულო სუფრაზე კარგია, თუმცა მცირე რაოდენობით. თუ თქვენი მენიუს ძირითადი კერძი ხორცი ან თევზია, რძის პროდუქტების გამოყენება ნაკლებად რეკომენდირებულია, რათა არ გამოიწვიოს ორგანიზმის ზედმეტი ცხიმებით გადატვირთვა. ზოგადად კი, ყველის თეფში მსხლით და ყურძნით, კიტრით და პომიდვრით შეგიძლიათ გაააფორმოთ, რადგან ეს პროდუქტები ძალიან უხდება ერთმანეთს.   

სალათები

traditional Czech Christmas potato salad

ბოსტნეულის მსუბუქი სალათები შეამცირებენ ახალი წლის ღამეს მიღებული საკვების კალორიულობას. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ თქვენი სალათები უცხიმო არაჟნით და ნატურალური იოგურტით მოამზადოთ.

მთავარი კერძი

გაითვალისწინეთ დიეტოლოგების რჩევა – მთავარი კერძის და გარნირის მომზადებისას უარი თქვით მათ შეწვაზე. თავისუფლად შეიძლება ფრინველის, თევზის და ხორცის მოხარშვა, მოთუშვა ან გრილზე მომზადება. სასურველი იქნება თქვენს მაგიდაზე მრავლად იქნება ზღვის პროდუქტები, მათ შორის კრევეტები, მიდიები და კალმარები. გარნირის მომზადებისას უპირატესობა ბოსტნეულს და მწვანილს მიანიჭეთ, რადგან ეს საკვები ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ყველას საყვარელი კარტოფილი და ბრინჯი, მითუმეტეს რომ, ბულგარული წიწაკა და მწვანე ლობიო განსაკუთრებით უხდება ხორცს.     

დესერტი

скачанные файлы (2)

მსუყე დესერტი – ტორტი და ნამცხვარი კარაქის კრემით და ორცხობილა შოკოლადის მინანქრით, უკეთესია 1 იანვრისთვის შემოინახოთ და სტუმრებსაც გაუნაწილოთ. დღესასწაულის ღამეს კი, რამდენიმე სხვადასხვა კერძის დაგემოვნების შემდეგ, შოკოლადის ტორტის ან ბისკვიტის მირთმევით არა მარტო ფიგურას აყენებთ ზიანს, არამედ ღვიძლსაც, რომელიც ისედაც გადატვირთულია უკვე მიღებული საკვებით. ნებისმიერი დღესასწაულისთვის იდეალური და შედარებით მსუბუქი დესერტებია ახალი ხილი და სუფლე, ჟელე, ბეზე და მარმელადი.

სასმელი

უალკოჰოლო წვეულებისთვის რეკომენდირებულია მინერალური წყალი გაზის გარეშე (ნახშირორჟანგის გაზის ბუშტუკები აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის კედლებს) – მორსი, კომპოტები და წვენები, სახლში მომზადებული ცხელი შოკოლადი და მწვანე ჩაი. გრეიფრუტის ან ფორთოხლის წვენი და მწვანე ჩაი ჯანჯაფილის ნაჭრებით კი, ხელს უწყობენ საკვების მონელებას. მაღაზიაში შეძენილი სასმელი – ნებისმიერი წვენი ან გაზიანი წყალი ძალიან ბევრ შაქარს და სხვა დანამატებს შეიცავს, რაც საკმაოდ ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

თუ თქვენთვის შეუძლებელია დღესასწაულის წარმოდგენა ალკოჰოლის გარეშე, მაშინ მხოლოდ მშრალი თეთრი ღვინო ან შამპანური მიირთვით, რადგან ისინი აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს. გარდა ამისა, მათში ბევრად ნაკლები კალორიაა, ვიდრე ლიქიორსა და კონიაკში, ჯინსა და ვისკიში, ტეკილასა და ბრენდიში. თუმცა, უკეთესია თუ თქვენს სადღესასწაულო სუფრაზე ნატურალური წვენი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ალკოჰოლი.