LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევხვდეთ წითელი მაიმუნის წელს

თვეზე ნაკლები დარჩა ძველი – ცხვრის წლის დასრულებამდე და ახალი – წითელი ანუ ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადის მობრძანებამდე. რას მოგვიტანს ახალი წელი და როგორ ვასიამოვნოთ ამ წლის მფარველი მაიმუნი. გთავაზობთ მაიმუნის, როგორც ჰოროსკოპის ნიშნის ზოგად დახასიათებას.  

წითელი მაიმუნის მოკლე ”დახასიათება”

ამ სიმბოლოს ჩინური სახელი ცეცხლს ნიშნავს, სწორედ ამიტომ შეიძინა ჩინური ზოდიაქოს მეცხრე ნიშანმა – მაიმუნმა წითელი ფერი.

მაიმუნი ინის ნიშანია და ის დღის მონაკვეთს – 15:00-დან 17:00-მდე პერიოდს ხელმძღვანელობს.

ბედნიერი რიცხვი – 4,9.

ყვავილები – ქრიზანტემა და ინდური იასამანი.

ფერები – თეთრი, ლურჯი და ოქროსფერი.

შესაფერისი პარტნიორები (წლების მიხედვით) – ვირთხა და დრაკონი.

ნაკლებად შესაფერისი პარტნიორები – გველი, ვეფხვი და მამალი.

დადებითი თვისებები – რაციონალურობა, ერთგულება, გულწრფელობა, მაღალი ინტელექტი და შემოქმედებითი ნიჭი.

უარყოფითი თვისებები – გადაჭარბებული ემოციონალურობა, კაპრიზულობა და დაუდევრობა.

შესაფერისი პროფესიები – კონსულტანტი, ექიმი, ბირჟის მაკლერი, ლიტერატურული მოღვაწე და არქიტექტორი.

რას მოგვიტანს ახალი 2016 – მაიმუნის წელი?

მომავალი წლის სიმბოლო ექსცენტრული ხასიათით და ძლიერი ინტუიციით გამოირჩევა. თვითონ მაიმუნი საკმაოდ მიზანდასახული, თუმცა კაპრიზული და მოულოდნელობებით სავსე არსებაა და ყოველთვის ძალიან რთულია გამოიცნო მისი ჩანაფიქრი. მისი მოქმედებები როგორც წესი ქაოტურია და განწყობის მიხედვით იცვლება.

მაიმუნი ის არსებაა, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს ადამიანები ხშირად ჩაერევიან სხვის საქმეებში და ეცდებიან თავს მოახვიონ ის იდეები, რომლებიც მათ საინტერესოდ ეჩვენებათ, რაც თავის მხრივ დაუსაბუთებელი პრეტენზიების, არასასიამოვნო კრიტიკის და ურთიერთწყენის მიზეზი გახდება. შესაძლოა 2016 წლის მფარველმა ისეთი მოულოდნელი სიურპრიზი გაგვიკეთოს, რომელიც მოგვიანებით გამოჩნდება, გარკვეული პერიოდის მანძილზე კი, მისი საიდუმლოებების ამოცნობა დაგვჭირდება.

მაიმუნი ძალიან ჭკვიანი, რთული და ამავე დროს ირონიული არსებაა. მას ეყო ძალა მასხრად აეგდო დრაკონი, რომელიც ყველაზე ძლიერ, მოქნილ და გამძლე ნიშნად ითვლება. არ მოერიდა ეხუმრა ვეფხვზეც, რომლიც მაგნიტიზმმაც მასზე არანაირი გავლენა არ მოახდინა. მაიმუნის გესლიანმა სიტყვებმა ნებისმიერი შეიძლება მიიყვანოს ცრემლებამდე, თუმცა ეს ამას არა სპეცილურად, არამედ გაუცნობიერებლად აკეთებს. სამაგიეროდ, საკუთარი ინტელექტის წყალობით ის ყოველთვის სხვებზე წინაა და მსუბუქად იგერიებს ყველა შეტევას.  

მაიმუნს ძალიან უყვარს გამოგონება და განსაკუთრებით შემოქმედებით სფეროში. მას შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, რადგან ყველაფერს იუმორით უყურებს. მაიმუნის ახლობლები ყოველთვის კომფორტულად გრძნობენ თავს მის გვერდით. სიკეთე და გახსნილობა მაიმუნის მთავარი უპირატესობაა. ის ძალიან დამოუკიდებელია და ყველაფრის თვითონ აკეთებს. მისთვის ძალიან მარტივია ყველა პრობლემის სწრაფად და ერთდროულად მოგვარება და ძალიან არ უყვარს რაიმეს გადადება.

ხშირად მაიმუნი ძალიან თავგამოდებით იცავს საკუთარ თავს და ზოგჯერ ძუნწიცაა, თუმცა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ის აქვს, რაც სხვას არ გააჩნია. თავისი ბუნებით მაიმუნი ძალიან დიპლომატიურია და მიუხედავად დამოუკიდებლობისა, მას ყოველთვის დიდ პატივს სცემენ ხელმძღვანელები.

აზრი არ აქვს 2016 წელს სერიოზული საქმეების დაგეგმვას და გლობაური ცვლილებების ლოდინს. წითელი მაიმუნი ყველაფერს დამოუკიდებლად გააკეთებს, უბრალოდ მოდუნდით და მიიღეთ წლის მფარველი, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, როგორ მოგიტანოთ სიყვარული, იღბალი და კეთილდღეობა. რა თქმა უნდა ყველას არ მოსწონს კაპრიზული მაიმუნის გამოხტომები, განსაკუთრებით მშვიდი ცხვრის შემდეგ, ამიტომ საკმაოდ დრო დაგჭირდებათ, რათა შეეჩვიოთ მოულოდნელობით სავსე წითელი მაიმუნის ხასიათს.  

2016 წელს არც ვარსკვლავების იმედზე ყოფნა ღირს. თუ გსურთ მიზნის მიღწევა და ოცნების ასრულება მოემზადეთ კეთილსინდისიერი და მძიმე შრომისთვის. მაიმუნი ცხოვრების გზაზე ყოველთვის მსუბუქად დადის და ცდილობს მოერიდოს პრობლემებს. ახალ წელიწადში მოგიწევთ ისწავლოთ მსუბუქად ცხოვრება და მიჰყვეთ დინებას პანიკის გარეშე.  

მაიმუნის წელიწადში ნუ გამოიჩენთ განსაკუთრებული გამბედაობას, სიჯეუტეს და ლიდერობას. განსაკუთრებით ეს მათ ეხებათ, ვინც მაიმუნის წელსაა დაბადებული. მართალია, 2016 წლის მფარველი მიჩვეულია ყველაფერს თავისით მიაღწიოს, მაგრამ მას ძალიან არ უყვარს ჩახლართული სიტუაციები. თუ მაიმუნი ძლიერ მოწინააღმდეგეს ხედავს, ის სიხარულით დაუთმობს მას გზას. გაითვალისწინეთ ეს თვისება  და ნუ გამოიჩენთ სიჯიუტეს იქ, სადაც არაა საჭირო. ბევრად უფრო სასარგებლოა ურთიერთსარგებლის გამონახვა, რადგან ყოველთვის უკეთესია გქონდეს რაღაც, ვიდრე არაფერი.

აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად მაიმუნს ძალიან უყვარს სახლი და ოჯახი. ის ყოველთვის კარგი დედა და ერთგული მეუღლეა. სწორედ ამიტომ მაიმუნის წელი იდეალურია ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად, სადაც ყოველთვის სიყვარული და ურთიერთგაგება იქნება.