მიმდინარე წლის ივნისში მომღერალი ქეთა თოფურია დედა გახდა. მშობიარობიდან ორ თვეში კი მან გადაწყვიტა, რომ დროა აქტიური ცხოვრების წესს დაუბრუნდეს და დიზაინერობას მიხედოს. ამ დროისთვის მისი ბრენდი – Keti_One მხოლოდ ქალების გარდერობზე ზრუნავს, თუმცა თავისი ვარსკვლავი კოლეგისთვის მან გამონაკლისი დაუშვა. „სერგეი ლაზარევმა მაიძულა მისთვის რამდენიმე საკონცერტო ტანსაცმელი შემექმნა. მათში ის „ახალ ტალღაზე“ გამოდიოდა. ყველაფერი ძალიან მოკრძალებული იყო, ყოველგვარი ოქროს საცვლების გარეშე“, – განაცხადა თოფურიამ.
აღსანიშნავია, რომ ქეთა არამარტო მამაკაცის, არამედ ბავშვების ხაზზეც იმუშავებს, თუმცა ეს ყველაფერი სამომავლოდ იგეგმება. „თავისუფალ დროს უმჯობესია ბავშვს დავუთმო და არა ტანსაცმელს“, – აცხადებს ქეთა.
