LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიჭიერი“ შალვა ნათელაშვილი და ცაში გაფრენილი რეიტინგი

Ardaidardo.Geჟურნალისტი მერაბ მეტრეველი „ნიჭიერის“ ჟიურიში შალვა ნათელაშვილის გამოჩენას სტატუსით გამოეხმაურა და დაწერა:

„არადა, შალვა ნათელაშვილს ეკუთვნის ყველაზეცნობილი ხუმრობა „რუსთავი 2“–ზე, რომელიც2008 წლის ომის მერე თქვა: ჰიტლერს რომ„რუსთავი 2“ ჰქონოდა, გერმანელებს დღემდეეგონებოდათ, რომ მეორე მსოფლიო ომიმოიგესო. მანამდე ნიკა გვარამიას მასზე, როგორცრუსეთის აგენტზე, საქმე ჰქონდა აღძრული. დღესკი ერთმანეთი ისე შეჰყვარებიათ, რომ მალე ალბათ „ეკი ვოკშიც“ მიიწვევენ.

ნუთუ „ნაციონალური მოძრაობა“ მართლა ფიქრობს, რომ ნათელაშვილი „ოცნებას“ სერიოზულხმებს წაართმევს?“ – კითხულობს ტელეჟურნალისტი.

ასეა თუ ისე, ტელეშოუ გასაოცარ რეიტინგს წერს. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს დილიდან გვამცნობს, ტელეშოუს რეიტინგში გაფრინდა – „ნიჭიერის“ რეიტინგმა გააფრინა. ეს რა ციფრი მოვიდა“ – წერს ნანუკა და ასახელებს კიდევაც კონკრეტულ რეიტინგს – 34%-ს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და უსწრებს ყველა სხვა გადაცემას, ერთად აღებულს. ნიკა გვარამიას კი, რომელიც თავადაც აღფრთოვანებული იყო შალვა ნათელაშვილის მონაწილეობით შოუში, ურჩევენ, ის ჟიურის მუდმივად წევრად დაამატოს.

Ardaidardo.Ge