გადაცემას ”რადიო დუეტი” ქუჩის მუსიკოსები – გია ბაღაშვილი, გია დავითიანი, დიტო საკანდელიძე, მერაბ სამყურაშვილი, ხვიჩა მაღლაკელიძე და გუჯა მარდალეიშვილი ესტუმრნენ. ”არ დაიდარდოს” სტუმრებმა ”იუმორინა 2016”-ის გარშემო ისაუბრეს.
გია ბაღაშვილი: – დიდი მადლობა ”არ დაიდარდოს”. ”იუმორინას” დაწყებიდან ”არ დაიდარდო” ჩვენი სტრატეგიული რადიო პარტნიორია. ცნობილ სახეებთან ერთად წელს მაყურებელმა დებიუტანტებიც იხილა. 16 წელია რაც ”იუმორინა” არსებობს და მას მაყურებლის ინტერესი არ აკლდება. წელს მაყურებელმა ორ საათიანი პროგრამა იხილა. სრულიად ახალი პროგრამა ჰქონდათ ”ქუჩის მუსიკოსებსაც”. ასევე, ანსამბლი ”მხოლოდ შენ ერთს ესტუმრა” სპეციალურად ჩვენს საღამოს. მთელი თაობები გაიზარდა მათ კომპოზიციებზე. კონცერტის წამყვანები ნინაკა გელაშვილი, ხვიჩა მაღლაკელიძე და მერაბ სამყურაშვილი გახლდნენ.
ხვიჩა მაღლაკელიძე: – ჩვენ, ”ქუჩის მუსიკოსები” პროექტ იუმორინაში ”ჭყლინტნი” ვართ. სულ რაღაც ათი წელია რაც ვარსებობთ. ქუჩის მუსიკოსების ათი წლის იუბილესათვის ვემზადებით, ეს გაზაფხულზე მოხდება.
გია დავითიანი: – იმდენად დატვირთული იყო ეს პერიოდი ”იუმორინას” რეპეტიციებით, სოლო კარიერისთვის ვერ გამოვნახე დრო. მაქვს ბევრი შეთავაზება კომპოზიტორებისგან, თუმცა ამაზე ცოტა ხანში ვიფიქრებ.
– რაც შეეხება ცნობილი სიმღერის თქვენებურ ვერსიას…
– თქვენთან მოვიტანეთ სიმღერის პაროდიული ვერსია. ეს არის სატირულ-პაროდიული სიმღერა, სადაც სრული სერიოზულობით მღერიან დათო როსტომაშვილი და ბესო ბერულაშვილი ”ქუჩის მუსიკოსებთან” ერთად. ”მითხარი ვინა ხარ”, ასე ჰქვია მას. სიმღერა ”არ დაიდარდოს” ექსკლუზივი გახლავთ.
ქუჩის მუსიკოსები, დათო როსტომაშვილი, ბესო ვერულაშვილი – მითხარი ვინა ხარ
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ქუჩის მუსიკოსები და გია ბაღაშვილი
ქუჩის მუსიკოსები და გია ბაღაშვილი – რადიო შოუ
ქუჩის მუსიკოსები და გია ბაღაშვილი – რადიო შოუ
ფოტო
