LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”საკუთარ თავს 1251-ე ჯგუფად არ მოვიაზრებთ”

Ardaidardo.Geგადაცემას ”რადიო დუეტი” ჯგუფი ”ალეგრო” ესტუმრა. მისი წევრები არიან: გოჩა რუხაძე, ხვიჩა მანჯგალაძე, მიხეილ აბრამიძე და პაატა სვანიძე.

 

 

– როდის შეიქმნა ჯგუფი, რამდენი სიმღერა აქვს ”ალეგროს”, გაგვაცანით ჯგუფი?

 

– მოგესალმებით. გვაქვს სადღესასწაულო განწყობა და ვცდილობთ ახალი ნაწარმოებებით შევხვდეთ ახალ წელს. სულ რაღაც სამი თვის წინ ჩამოყალიბდა ჯგუფი ”ალეგრო”. ”ალეგრო” ითარგმნება როგორც ”მხიარულნი”, აჩქარებულ ტემპს მიუთითებს. ამჟამად ოთხნი ვართ, აქედან სამნი ყოფილი ”იბერეთის” წევრები ვართ. პაატა იტალიაში მოღვაწეობდა და როდესაც ჩამოვიდა, ორივე მხარემ გამოვთქვით თანამშრომლობის სურვილი. ამ დრომდე ხალხური ჟანრის სიმღერები გვქონდა. სახელწოდების იდეა პაატას ეკუთვნის. გვყავს პროდიუსერი, რომელიც დაგვიგეგმავს კონცერტებს.

 

– სად შეიძლება თქვენი მოსმენა?

 

– საახალწლო პროგრამის განრიგი მოიცავს კონცერტს ბაქოში. ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესშია ეს წინადადება. აღნიშნულ სამ თვეში რამდენიმე კორპორტიულ საღამოში მივიღეთ მონაწილეობა. ასეთ დროს ათ ნაწარმოებს ვასრულებთ ხოლმე. საკუთარ თავს 1251-ე ჯგუფად არ მოვიაზრებთ და არ გვსურს ცნობილი სიმღერების გადამღერება. ჩვენი კომპოზიტორი არის ჩვენი გიტარისტი მიხეილ აბრამიძე. ტექსტებიც მას ეკუთვნის.

 

– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

 

– ”სანთლები” – თვით ტერმინიც კი წმინდა გრძნობების სიმბოლო და პარალელია ამა თუ იმ სიტუაციაში მყოფი ადამიანისათვის. ძალიან კეთილი სიმღერაა. დავით ჯანელიძეს ეკუთვნის სიმღერა, მიხელ აბრამიძე მისი თანაავტორია. სიმღერა დამზადდა ქუთაისში სტუდია ”არფაში”. შოთიკო ბანძელაძემ კი არანჟირება გააკეთა.

ჯგ. ალეგრო – სანთლები

AudioJG. ALEGRO – SANTLEBI


გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Jg. Alegro


ჯგ. ალეგრო – დილაო-დელა. Live



ჯგ. ალეგრო – პირველი სიყვარული. Live



ფოტო