LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხატვარ ირაკლი ტოკლიკიშვილის გამოფენა დღეს გაიხსნება

Ardaidardo.Ge17 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება მხატვარ ირაკლი ტოკლიკიშვილის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა: „სივრცე – მეგობარი“.

 

ირაკლი ტოკლიკიშვილი სერგო ქობულაძის სახელობის გრაფიკის სახელოსნოს კურსდამთავრებულია. მისი ნამუშევრები ერთ კონცეფციად ჩამოყალიბებულ, განწყობაზე ორიენტირებულ იდეას ატარებს, რაც განსაკუთრებული ფერწერული და სტილური ნიშნებით არის გადმოცემული. მის თითოეულ ნამუშევარში თავს იჩენს სევდა – მხატვრის შემოქმედების თანმდევი მოტივი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები. მათში გაერთიანებელია მარადიული ფასეულობების – მიწის, ჰაერის იდეა. კომპონენტები, რომლებიც ადამიანში პიროვნებას ზრდის და აყალიბებს, ერთიან სივრცედ ისახება მხატვრის ნამუშევრებში.

გამოფენა 2015 წლის 26 დეკემბრამდე გაგრძელდება.

Ardaidardo.Ge