17 დეკემბერს, 20:00 საათზე ს.ს. „ქართულ ფილმში“ გაიმართება ცნობილი მწერლის, პოეტის, ნოველისტისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება გოდერძი ჩოხელის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ადგილის დედა“. კინოდრამატურგები, კინოკრიტიკოსები, კინორეჟისორები გაიხსენებენ პოეტის ცხოვრებას, ცნობილი მსახიობები კი წაიკითხავენ ნაწყვეტებს მწერლის შემოქმედებიდან.
პოეტისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, კულტურის მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილი.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
საღამოს ორგანიზატორია ს.ს. „ქართულ ფილმი“.

