17-18 დეკემბერს, მწერალთა სახლი ვახუშტი კოტეტიშვილის დღეებს უმასპინძლებს, რომელიც ცნობილი პოეტის, მთარგმნელის, პუბლიცისტისა და ფოლკლორისტის 80 წლის იუბილეს უკავშირდება.
17 დეკემბერს, 18:00 საათზე, საიუბილეო დღეების ფარგლებში გაიმართება ვახუშტი კოტეტიშვილის შემოქმედებითი საღამო და სონეტების კრებულის პრეზენტაცია.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული სონეტების სრული კრებული ვახუშტი კოტეტიშვილის ცხოვრების ბოლო წლების შემოქმედებას მოიცავს.
18 დეკემბერს, 13:30 საათზე, საზეიმოდ დაჯილოვდებიან მოსწავლეთა კონკურსის „ვახუშტი კოტეტიშვილი – ჩემი წუთისოფელი“ გამარჯვებულები. გამარჯვებულების დაჯილდოების შემდეგ პოეტი, მთარგმნელი და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე უფროსკლასელებს ვახუშტი კოტეტიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამბობს.
ვახუშტი კოტეტიშვილის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მწერალთა სახლის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარადაჭერით განხორციელდა.
