LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ დიპკორპუსს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლეს

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლეს.

გიორგი მარგველაშვილმა დამდეგი ახალი წელი დამსწრე საზოგადოებას მიულოცა და 2015 წელი  შეაჯამა.

„2015 წელს,  ჩვენ შევძელით ქვეყნის განვითარება რამდენიმე  მნიშვნელოვანი მიმართულებით.   გვქონდა  შესაძლებლობა ბეჯითად  გვემუშავა  საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე.    გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველო-NATO-ს ურთიერთობის განვითარების მიმართულებით. ერთად ვმუშაობთ დემოკრატიისა და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებისათვის. ბეჯითად ვმუშაობთ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პარტნიორობის თვალსაზრისით, საქართველოს განსაკუთრებული როლის მნიშვნელოვნად იდენტიფიცირებისა და გაძლიერებისათვის.  საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველოს მეტად დამკვიდრებისათვის, რომ ეს ადგილი მეტად სასარგებლო გავხადოთ მთელს მსოფლიოში  ჩვენი ყველა პარტნიორისათვის.“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა 2016 წლის გამოწვევებზეც:

„ჩვენ ერთად გვაქვს სამუშაო მნიშვნელოვან საკითხებზე, უსაფრთხოების გაძლიერებაზე მთელს  რეგიონში.  ბეჯითად უნდა ვიმუშაოთ, რათა  გავაძლიეროთ მშვიდობიანი პროცესები და მშვიდობის შემდგომი განმტკიცება უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე გავაძლიეროთ იმ ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რომლებმაც მტკიცედ და ნათლად განაცხადეს საკუთარი დასავლური არჩევანის შესახებ.

ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ რეგიონის უსაფრთხოებაზე, იმისათვის,  რომ დავძლიოთ კონფლიქტი უკრაინაში, მოვახდინოთ პროცესების სტაბილიზაცია სირიაში,  ვიყოთ უფრო აქტიურები ავღანეთსა და ერაყში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.  საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მიზნის მიღწევაში.“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა  დიპლომატიურ კორპუსს მადლობა გადაუხადა საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ

დიპლომატიური კორპუსი, რომელიც  საქართველოში მუშაობს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თავისი აშკარა და ძალიან ნათელი ჩართულობით საქართველოს  დღის წესრიგის, განსაკუთრებით დემოკრატიული განვითარების  კუთხით.

საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიესალმა ჩინეთის ახალ ელჩს, რომელმაც დღეს გიორგი მარგველაშვილს  რწმუნებათა სიგელი გადასცა და მას წარმატება უსურვა. სახელმწიფოს მეთაურმა  სიტყვით გამოსვლისას მწუხარება გამოთქვა და სინანულით გაიხსენა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი დიპლომატი დავით ჭაჭუა.

გიორგი მარგველაშვილმა  კიდევ ერთხელ მიულოცა დამდეგი 2016 წელი დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის წარმომადგენლებს და მათ ბედნიერი შობა – უსურვა.

12391952_516402678528010_2311599389044368819_n

12391459_516402105194734_5837822616474026426_n

12376140_516402861861325_800589386810834198_n

12376032_516402768528001_475114996928818974_n

12359980_516402321861379_1002097292356624651_n

12348025_516402208528057_2326583678351806355_n

11224317_516402115194733_3871894235451993879_n

11224150_516402688528009_6668689801998619007_n

10653833_516402755194669_5487657868029171112_n

1978705_516402695194675_1691592409699878013_n

1934467_516402811861330_2801158978616461409_n

1930809_516402491861362_8857258483029283059_n

5548_516402245194720_6797597443096773068_n