საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 18 დეკემბერს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გაუფასურდა და 2.3977 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარდა. ცვლილებამ 0.0168 პუნქტი შეადგინა და 1 ევროს ღირებულება დღეს 2.6017 ლარია.
„როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 0.37%-ით გაიაფდა და 1 ბარელზე ფასმა 34.82 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0.45%-ით გაიზარდა და 18 დეკემბერს 1 უნცია ოქრო 1055.50 დოლარი ღირს.
