ბოლო პერიოდია საზოგადოებას ჯანეტ ქერდიყოშვილზე არც ისე კარგი შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდა. მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტში ლამაზმანის ინტერვიუ გამოჩნდა, სადაც ახალგაზრდა მოდელი კაცისა და ქალის ღალატზე საუბრობს და ამბობს, რომ კაცის “გაგულავება“ მისაღებია. ყოფილი მის საქართველოს ამ ფრაზას დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა საზოგადოების ნაწილი იმ აზრზეა, რომ ჯანეტის მოსაზრებების მიიუხედავად, ლამაზმანი მის სამყაროზე გამარჯვებას იმსახურებს. მოგეხსენებათ, რომ ჯანეტი ამჟამად ლას ვეგასში, მის იუნივერსის მონაწილეებს შორის ირიცხება და კონკურსში საქართველოს წარადგენს.
უკვე გავრცელდა ჯანეტის პირველი გამოსვლების კადრებიც. ჯერ საცურაო კოსტიუმით, და შემდეგ – საღამოს კაბით, ქართველმა ლამზმანმა დიდი მოწონება დაიმსახურა. კონკურსზე ისიც აღინიშნა, რომ საღამოს კაბების ტურში ჯანეტი სცენაზე საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსით გამოვიდა.
უნდა უთქვას, რომ წელს მის სამყაროზე საპატიო პოზიციის მოპოვების ძალიან დიდი შანსი გვაქვს. ჩვენი კონკურსანტის მიმართ ასეთი ყურადღება ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან დიდი ხანია არ ყოფილა. ხშირად ყოფილი მის საქართველო საერთო სურათებში ცენტრალურ ადგილებს იკავებს, სოციალურ ქსელში კი მისი ფოტოები რამდენიმე დღეში ათი ათასობით მოწონებას იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ მის სამყაროს ფინალური შოუ ლას ვეგასში 20 დეკემბერს გაიმართება. 80 კონკურსანტს შორის კი საქართველოს წარმომადგენელი – 24 წლის ჯანეტ ქერდიყოშვილი იქნება.

