სინაბუნგის ვულკანი ინდონეზიაში 2010 წლის 29 აგვისტოს ამოიფრქვა. იქამდე ვულკანი 400 წლის მანძილზე მიძინებულ მდგომარეობაში იყო. უამრავი სოფელი, რომელიც ლავის ამოფრქვევის შედეგად გადაიწვა, დღეს საცხოვრებლად საშიშ ზონად ითვლება. ასე გაჩნდა ვულკანის სოფლები, ანუ მოჩვენების სოფლები, როგორც მათ მეორენაირად ეძახიან.
