LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ბუდაპეშტის ქ. #3-ში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

“ზურგით ვიდექი აივანზე. როდესაც ხმა გავიგე, მეგონა, რომ ასაფეთქებლებს ისროდნენ, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ავტომატის ჯერი იყო. გავიგონე კივილი. შველას ითხოვდნენ. სასწრაფოდ დავრეკე 112-ში და გამოვიძახე ადგილზე. ავუხსენი, სადაც უნდა მოსულიყვნენ”, – აღნიშნა თვითმხილველმა.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 19/108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.