მადონას 15 წლის შვილი როკო უარს ამბობს საცხოვრებლად დედასთან, ნიუ-იორკში დაბრუნდეს. როკო ამბობს, რომ მამასთან, გაი რიჩთან და მის ოჯახთან სურს დარჩენა დიდ ბრიტანეთში. როკო ამჟამადაც მამის სახლში იმყოფება.
საშობაოდ ნიუ-იორკში დაბრუნებაზე რიჩისა და მადონას შვილმა უარი თქვა, ახლა კი ჟურნალისტები მიზეზებზე ბევრს საუბრობენ.
Daily Mail-ის ინფორმაციით, როკო ძალიან დაიღალა დედის ცხოვრების წესით. მომღერლის საშემოდგომო გასტროლები აშშ-სა და კანადაში 2 თვეს გაგრძელდა. თითქმის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში როკო დედასთან ერთად მოგზაურობდა.
გასტროლის დროს როკო იძულებული იყო, სცენის მიღმაც დახმარებოდა მადონას, ამიტომ არავის გაუკვირდება, თუ 15 წლის ბიჭი უფრო მშვიდ ცხოვრებას აირჩევს.
წყაროები ამტკიცებენ, რომ მას არ მოსწონს „საჯარო“ ცხოვრება. მოსიყვარულე დედის როლის მოსარგებად მადონა ხშირად დებდა ხოლმე საკუთარ „ინსტაგრამზე“ შვილის ისეთ ფოტოებს, სადაც როკო არც თუ ისე სახარბიელო იმიჯით პოზირებდა.ახლა კი 57 წლის მომღერალი მოითხოვს, შვილი მასთან დაბრუნდეს, როკო კი ამისი სასტიკი წინააღმდეგია.
