52 წლის ბეკი ალდერფერი ამერიკის მოქალაქეა, ის სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ალდერფერი ინტერნეტის გმირი მას შემდეგ გახდა, რაც სკოლაში სადილის დროს სიმღერა Merry Little Christmas შეასრულა. მოსწავლეები შოკში ჩააგდო ქალის საოცარმა ხმამ და შესრულების მანერამ. აქამდე სკოლის სხვა მასწავლებლებმა იცოდნენ ბეკის ვოკალური შესაძლებლობების შესახებ, თუმცა მოსწავლეებისთვის ეს ნამდვილი სიურპრიზი გამოდგა. ერთ-ერთმა მოსწავლემ ბეკი ალდერფერის გამოსვლა ვიდეოზე გადაიღო და ინტერნეტში ატვირთა.
თავად მასწავლებელი ამბობს, რომ მიუხედავად ასეთი ვოკალური შესაძლებლობებისა, სიმღერის წინ ყოველთვის ნერვიულობს: „სიმღერა სასიამოვნოა, როცა შენ იცი რას მღერი და მოგწონს ის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კატასტროფა გამოვიდეს.“ – ამბობს მასწავლებელი.
