LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიჭიერის“ ნახევარფინალი გადაიდო – როდის ნახავთ რეკორდული შოუს მორიგ ეპიზოდს

Ardaidardo.Geტელეშოუ „ნიჭიერმა“ მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც გაამართლა. „რუსთავი 2“ რეიტინგს ელოდა, მაგრამ მოლოდინი ზედმეტადაც გამართლდა. როგორც პროექტის გენერალური პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია ამბობს, 33%-იანი რეიტინგი უპრეცედენტოა ქართული ტელესივრცისთვის. მას „ნიჭიერის“ გადადებული ნახევარფინალისა და ზოგადად, შოუს შესახებ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

 

გიორგი ხაბურზანია:

ფინალი, როგორც წინასწარ აღვნიშნეთ, 13 იანვარს, ძველით ახალ წელს გაიმართება. ნახევარფინალი 4 იანვარს, ორშაბათს უნდა შემდგარიყო, თუმცა ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ისიც დღესასწაულისთვის დაგვემთხვია, ამიტომაც „ნიჭიერის“ ნახევარფინალი გაიმართება 7 იანვარს. ეს ტელეშოუ მთელი ოჯახისთვისაა. რადგან ადამიანები დღესასწაულებზე შინ იკრიბებიან, სუფრასთან, ვფიქრობთ, მთელი ოჯახისა და მეგობრებისთვის სასიამოვნო სანახავი იქნება „ნიჭიერი“.

გიორგი, საინტერესოა, ამ რეიტინგის პირობებში თუ დგას დღის წესრიგში, „ნიჭიერის“ ახალი სეზონის მომზადება?

აუცილებლად გაკეთდება ახალი სეზონი, ყოველ წელს უფრო საინტერესო ხდება, მონაწილეებიც ბევრად მომზადებული მოდიან. თქვენ რომ შეადაროთ პირველი სეზონი და ახლანდელი, დიდ განსხვავებას დაინახავთ. არ ილევიან ნიჭიერი ადამიანები და უფრო კარგად ემზადებიან შოუსთვის. თანაც, ბევრისთვის მონაწილეობაა მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, თავის წარმოჩენა, რადგან შემდეგ სხვადასხვა ადგილას იწვევენ და ასეთი უამრავი შემთხვევა გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, „ნიჭიერის“ შემდეგ სეზონზე საინტერესო ხალხი მოვა.

რაც შეეხება რეიტინგს, როდესაც 30%-ს გადააჭარბა და 33%-იანი ნიშნული აჩვენა, რეკორდი მოხსნა. ამაზე მეტი ადამიანი უბრალოდ, ვერ გიყურებს.

ფინალისთვის რას გვიმზადებთ?

ამ სეზონზე „ნიჭიერში“ ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. გვინდა, ეს ყველაფერი ფინალშიც აისახოს, ვამზადებთ რამდენიმე ნომერს, მაგრამ ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ გვაქვს, როგორი იქნება ფინალი, ამიტომ დაწრვილებით ვერაფერს გეტყვით.

ნინო მურღულია