გიო ხუციშვილი წინასაახალწლოდ მსმენელს ორ ახალ სიმღერას წარუდგენს. ერთზე, ექსპერიმენტის სახით, ახალგაზრდულ ჯგუფთან, „Friendly Moscito“ („მეგობრული კოღო“) ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელიც ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, გიორგი მანაგაძეს ეკუთვნის. სიმღერას გიო მაკო კვიტაშვილთან ერთად ასრულებს, ტექსტი კი გიოს მეუღლეს, მაიკო ჯორჯაძეს ეკუთვნის.
მეორე სიმღერას კი გიო უფროს შვილთან, ნოდარიკოსთან და შოთიკო საგანელიძესთან ერთად მღერის, სიმღერისა და ტექსტის ავტორი შოთიკო საგანელიძე გახლავთ და ის საახალწლო თემატიკის გახლავთ.
გიოს ვკითხეთ იმის შესახებ, საახალწლოდ რა გეგმები აქვს.
გიო ხუციშვილი:
საახალწლოდ „ფუნიკულიორზე“ გამოვდივართ „გიო და ბიჭები“. შემდეგ კიდევ გვაქვს კონცერტი, პირველ იანვარს, მერე ბაკურიანში მივემგზავრებით. სხვათა შორის, „გიო და ბიჭები“ რამდენიმე ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ, რომლებსაც 2016 წელს წარვუდგენთ მსმენელს.
