სოფელ ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა 20-მდე ქართველი დააკავეს, “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მათ შორის არის 9 წლის ირაკლი მუშუქიაც. ბავშვი გალში მამასთან ბიძას გადაყავდა.
ოკუპანტებმა ის დაკავებულები, რომელთაც აფხაზური პასპორტები აღმოაჩნდათ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, დანარჩენები კი, მათ შორის მოზარდიც, წინასწარი ინფომრაციით, ამ დრომდე გალის იზოლატორში რჩებიან.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
