LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ჩხაიძე წინასაახალწლოდ სიყვარულს ეძებს

Ardaidardo.Geეკა ხოფერიას დღევანდელი გადაცემა ცნობილი მარტოხელას, ბექა ჩხაიძისთვის სიყვარულის ძებნას ეძღვნება. „ალილოს“ წევრი დაუოჯახებელი გახლავთ, გოგონებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.


ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ მისი რჩეული მოდელი და ტელესახე ეკო ფანგანი გახლდათ, თუმცა მათი სასიყვარულო ამბავი, საბოლოოდ, არ შედგა. როგორც ამბობენ, ეკომ ბექას მექალთანეობა არ აპატია და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ეკა ხოფერიამ წინასაახალწლოდ ნახევარი ქართული შოუბიზნესი ბექასთვის რჩეულის მოძებნაში ჩააბა. გადამღები ჯგუფი დიდი შემადგენლობით ბაკურიანში გაემგზავრა, სადაც ბექასთან ერთად, გადაცემის ანონსში სხვადასხვა ცნობილი გოგონა ჩანს, მათ შორის, მარგო ლუჩკო, ნუცა ბუზალაძე, მარიამ ვაშაძე, რომელიც მის შეთავაზებას უარყოფს და სხვანი. ბოლოს ის სერენადას ერთ გოგონას უმღერის. ვნახოთ, როგორ დასრულდება შეყვარებულის საყოველთაო ძიება ბექა ჩხაიძისთვის.