LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა ჩაიფიქროთ სურვილი ახალი წლის ღამეს, რომ აუცილებლად აგიხდეთ

ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ყველას გვიყვარს სურვილების ჩაფიქრება, მერე კი, მთელი წელი ველოდებით მათ ასრულებას. გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ რჩევას, თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილის ასასრულებლად.

სურვილის განსაზღვრა

ახალი წლის სურვილის რეალიზაციისთვის პირველ რიგში ზუსტად  განსაზღვრეთ რა გინდათ. ერთი შეხედვით ამაში რთული არაფერია, თუმცა, კარგად თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ხშირად ოცნების მაგივრად მხოლოდ იმ ორიენტირებით ხელმძღვანელობთ, რასაც გარემო გკარნახობთ. მაგალითად, თუ გათხოვებაზე ფიქრობთ, კარგად დაფიქრდით ეს მართლა თქვენი ოცნებაა თუ უბრალოდ ახლობლები გაიძულებენ. ნათქვამია, ”გეშინოდეს საკუთარი ასრულებული ოცნებებისო”, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირად ჩვენ საკუთარ სურვილებად იმ სტერეოტიპებს ვაქცევთ, რასაც გარშემომყოფები გვახვევენ თავს, მერე კი, იმას ვღებულობთ, რაც არაფერში გჭირდება.

87567878 (1)

მიზნად ქცეული სურვილი

ახალი წლის სურვილის ჩაფიქრების ტრადიცია მრავალ ქვეყანაში არსებობს, თუმცა განსხვავებული ვარიაციით. მაგალითად, ამერიკელები არა მარტო ოცნებობენ, არამედ პირობასაც აძლევენ საკუთარ თავს გააკეთონ მაქსიმუმი სასურველის მისაღწევად.  გაითვალისწინეთ პრაქტიკული ამერიკელების ტრადიცია, ნებისმიერი ოცნება აქციეთ მიზნად და ზუსტად ჩამოაყალიბეთ მოსალოდნელი რეზულტატი. მაგალითად ”ზაფხულისთვის წონაში დაკლების” მაგივრად, მიეცით საკუთარ თავს პირობა აუცილებლად ივარჯიშოთ კვირაში ორჯერ, ”ფულის ეკონომიის” ნაცვლად კი, აიძულეთ საკუთარ თავი გადადოთ გარკვეული ნაწილი ყოველი ხელფასიდან. რაც უფრო მკაფიო და დეტალური იქნება ფორმულირება, მით უფრო ადვილად შეძლებთ მათ რეალიზებას ცხოვრებაში.

_

გახმოვანებული სურვილები

სურვილების ხმამაღლა თქმა ყველაზე თამამებს ახასიათებთ და ხშირად სწორედ ეს ხდება წარმატების მიღწევის მთავარი მოტივაცია.  დაარღვიეთ სურვილის საიდუმლოდ შენახვის ტრადიცია და ყველას უთხარით რაზე ოცნებობთ, თუ ასეთი პერსპექტივა არ მოგწონთ, მაშინ ყველაზე ახლობლებით შემოიფარგლეთ და თხოვეთ დახმარება მიზნის განხორციელებაში. გარდა ამისა, შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ბლოგი ან შეუერთდეთ ინტერნეტ-გაერთიანებას. არსებობს სპეციალური საიტი startaresolution, სადაც არა მარტო მსოფლიოს გააგებინებთ საკუთარი სურვილების შესახებ, არამედ სასარგებლო რჩევებსაც მიიღეებთ თანამოაზრეებისგან.

 

სურვილის ვიზუალიზაცია

თუ არასდროს შეგიქმნიათ ”სურვილების რუქა” ან ”ვიზუალიზაციის დაფა”, წელს მაინც სცადეთ გაკეთება, რადგან ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი დარწმუნებული არიან, რომ ეს სასურველის მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფქტური მეთოდია. ”სურვილების რუქის” შექმნა არც ისე რთულია – საჭიროა მხოლოდ იმ ფოტოების შერჩევა, რომლებიც თქვენი სურვილების ერთგვარი ილუსტრირება იქნება, შემდეგ კი, ერთ კოლაჟში გააერთიანება. საიდუმლო მარტივია – ადამიანის გონება გამოსახულებაზე უფრო რეაგირებს, ვიდრე სიტყვებზე, ამგვარი ფოტოებით კი თქვენ, სურვილების ასრულების საკმაოდ ძლიერ მოტივაციას უქმნით საკუთარ თავს.

 

პატარა ნაბიჯების მეთოდი

ალბათ, ყველას ჰქონია ცდუნება უარი ეთქვა ან მომავალი წლისთვის გადაედოთ მორიგი ამბიციური ოცნება, რისი მიზეზიც როგორც წესი დამარცხების ბანალური შიშია. ზოგჯერ საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო წონაში დასაკლებად, სამსახურეობრივი პოზიციის ასამაღებლად, ახალი ავტომობილის შესაძენად ან დამატებითი განათლების მისაღებად. პანიკისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებად ”პატარა ნაბიჯების” მეთოდი ითვლება – წინ მთელი 365 დღე გაქვთ, რაც საკმარისზე მეტი დროა ყველაზე თამამი პროექტების განსახორციელებლადაც კი. ყურადღებით დაგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები ხვალისთვის, მომდევნო კვირისთვის და თვისთვის, რადგან ყოველი ახალი, თუნდაც მცირე ნაბიჯი დაგაახლოებთ სასურველთან, მოტივაცია კი – გააგრძელოთ სვლა საკუთარი მიზნისკენ სულ უფრო გაიზრდება.