LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეო კვლავ მარტოა, მსახიობი მორიგ მეგობარ გოგონასაც დაშორდა

ლეონარდო დიკაპრიო და კელი რორბახი ერთად აღარ არიან, ინფორმაციას Us Weekly  ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წყვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი თვეა, დაშორდა.

მსახიობთან დაახლოებული წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება ლეომ და კელიმ ერთობლივად მიიღეს, მიზეზი კი მათი გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გახდა. როგორც აღმოჩნდა, წყვილს ერთმანეთისთვის დრო თითქმის აღარ რჩებოდა.

„ახლა ორივეს ცხოვრებაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება და ეს გახდა დაშორების მიზეზი,“ – ამბობს Us Weekly -ს წყარო.