LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატო კახიძის ახალი პროექტი ბათუმში გადაინაცვლებს

Ardaidardo.Geბათუმის მერიის მიწვევითა და ორგანიზებით 7 იანვარს, ბათუმში პირველად გაიმართება „ვახტანგ კახიძის კინოსა და თეატრის მუსიკის კონცერტი“. 

კონცერტზე შესრულდება კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მიერ, სხვადასხვა დროს შექმნილი მუსიკა კინოფილმებისათვის, სპექტაკლებისათვის, სიმღერები და ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები.

კონცერტში მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე, სოლისტები ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, მაკა ზამბახიძე, გოგა მესხი.

აღნიშნული პროგრამის პრემიერა 2015 წლის მაისის თვეში, ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე შედგა,მას შემდეგ კონცერტები გაიმართა ქუთაისში, მუხრანში ლიტერატურულ პრემია „საბას“ დაჯილდოვებაზე, ასევე ჯ.კახიძის ცენტრის წინასაახალწლო კონცერტების ციკლში.