2016 წლის დასაწყისი ნამდვილად არ მისცემს კინომოყვარულებს მოწყენის საშუალებას. იანვარში ბევრი საინტერესო ფილმის პრემიერა იგეგმება, რომელზეც გასული წლის მანძილზე ვსაუბრობდით. მოდით ვნახოთ, რომელი ფილმები ელოდება პრემიერას წლის პირველ თვეს.
„სტივ ჯობსი“ – Steve Jobs
უოლტერ აიზექსონის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი. სცენარზე აარონ სორკინი მუშაობდა, მთავარ როლს კი, მაიკლ ფასბენდერი ასრულებს.
„გადარჩენილი“ – The Revenant
ფილმში, სადაც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს, მოვლენები XIX საუკუნის ველურ დასავლეთში ვითარდება. ეს ის კინოსურათია, რომელმაც დიკაპრიოს უკვე მოუტანა „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია.
„მამის სახლი“ – Daddy’s Home

ფილმი საახალწლო კომედიაა, სადაც მთავარ როლებს უილ ფარელი და მარკ უოლბერგი ასრულებენ.
„შემზარავი შვიდეული“ – The Hateful Eight
ეს ფილმი ვესტერნის მოყვარულებს გაახარებს და მასში მთავარ როლებს სემუელ ელ ჯექსონი, კურტ რასელი, ტიმ როტი და ჩენინგ ტატუმი ასრულებენ.
https://www.youtube.com/watch?v=gnRbXn4-Yis
„ელვინი და თახვები“ – Alvin and the Chipmunks: The Road Chip
თახვები დიდ ეკრანზე ბრუნდებიან. ამჯერად მაყურებელთა საყვარელი ანიმაციური გმირები ოჯახის გადარჩენის გამო მორიგ თავგადასავლებში ერთვებიან.
„დები“ – Sisters
ორი დის ისტორია, რომლების წლების შემდეგ უიქენს ერთად ატარებენ და ეს დასვენება მათი ცხოვრების საუკეთესო მომენტად გადაიქცევა. ფილმში მთავარ როლებს ემი პოლერი და ტინა ფეი ასრულებენ.
„მოჩვენებების ტყე“ – The Forest
მთავარი გმირის ტყუპისცალი იაპონიის ნახევარკუნძულზე, ტყეში იკარგება. სურათში მთავარ როლებს ნატალი დორმერი და ტეილორ კინი ასრულებენ.
https://www.youtube.com/watch?v=6hW8hUcXR-A
„მცველი“ – Maryland
ავღანეთის ომის მონაწილე ვეტერანი, რომლის როლაც მატიას შონარსტი ასრულებს, ლიბანელი ბიზნესმენის ცოლის პირადი მცველი ხდება. ქალის მთავარ როლს ფილმში დაიან კრიუგერი ასრულებს.
„მეხუთე ტალღა“ – The 5th Wave
ფილმი, სადაც მთავარ როლს ხლოა მორეცი ასრულებს კვლავ ფანტასტიკური ჟანრის მოყვარულთათვისაა შექმნილი.
„ჯოი“ – Joy
სურათი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ის დიასახლისის, ჯოი მანგანოს ისტორიას მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლს ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს.
„თამაში დამცირებაზე“ – The Big Short
ფილმი მწერალ მაიკლ ლუისის დოკუმენტური ჟანრის ბიზნეს-თრილერის მიხედვითაა გადაღებული. მთავარ როლებს კი, კრისტოფერ ბეილი, ბრედ პიტი და რაიან გოლსინგი ასრულებენ.
„მკაცრად დასავლეთისკენ“ – Slow West
ფილმი 17 წლის მოზარდზე მოგვითხრობს, რომელიც ამერიკაში საყვარელი გოგონას გამო მოგზაურობს. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს მაიკლ ფასბენდერი ასრულებს.
„მსუბუქი ყოფაქცევის ბაბუა“ – Dirty Grandpa
გენერალი ბაბუისა და მისი ახალგაზრდა შვილიშვილის თავგადასავალი, სადაც მაყურებელი რობერტ დენიროსა და ზაკ ეფრონის ფანტასტიურ დუეტს იხილავს.
„კუნფ-ფუ პანდა 3“ -Kung Fu Panda 3
პანდას ისტორია უფროსებსაც დააინტერესებთ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ანიმაციურ ფილმს ჯეკ ბლეკი, ანჯელინა ჯოლი, დასტინ ჰოფმანი და ჯეკი ჩანი ახმოვანებენ.
„დანიელი გოგონა“ – The Danish Girl
რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი წლის მთავარი კინოპრემიერაა. ფილმში მთავარ როლებს ედი რედმეინი და ალისია ვაკანდერი ასრულებენ. ორივე მსახიობი აღნიშნული ფილმიდან უკვე ნომინირებულია „ოქროს გლობუსზე“.
„საფრთხის ქვეშ“ – Exposed
ფილმი ორი უცნობი ადამიანის შესახებ გვიყვება. ქალი მოულოდნელად ხდება სასწაულის მოწმე და მას შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. მამაკაცი პოლიციელი კი, ცდილობს გამოიძიოს პარტნიორის საიდუმლოებით მოცული სიკვდილი. ფილმში მთავარ როლებს კიანუ რივზი და მირა სორვინო ასრულებენ.















