LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელდარ რიაზანოვის ხსოვნის საღამო გრიბოედოვის თეატრში გაიმართება

8 იანვარს, საღამოს შვიდ საათზე, ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება გამოჩენილი რეჟისორის ელდარ რიაზანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

რეჟისორს გაიხსენებენ მისი მეგობრები და კოლეგები: ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი და სხვა. სიმღერებს მისი კონოფილმებიდან შეასრულებს ირმა სოხაძე. გაჟღერდება რიაზანოვის უცნობი ლექსები.

საღამოს დასასრულს ნაჩვენები იქნება ელდარ რიაზანოვის ერთ-ერთი უკანასკნელი ფილმი – „საძინებლის გასაღები“ (მთავარ როლებში – სერგეი მაკოვეცკი, სერგეი ბეზრუკოვი, ნიკოლაი ფომენკო).

პროექტის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი”.

რუსი კინორეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა, თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გადაიღო 50-მდე ფილმი, რომელთა დიდი ნაწილი კინოკლასიკად არის აღიარებული, მათ შორის „საკარნავალო ღამე“, „ბედის ირონია“, „სამსახურებრივი რომანი“, „ავტოფარეხი“.

რეჟისორი 2015 წლის 30 ნოემბერს მოსკოვში გარდაიცვალა.  

e2966b77-2f87-46bb-af49-d61156251446