LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა

საერთაშორისო ტურიზმიდან 2015 წელს პირველ სამ კვარტალში მიღებულმა შემოსავლებმა 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,1%-ით მეტია. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 1,4 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, გაზრდილია უცხოური ფულად-საკრედიტო ბარათებით განხორციელებული გადახდების რაოდენობა. იანვარ-ნოემბერში ამ მაჩვენებელმა 28%-ით მოიმატა, ხოლო ტურიზმის წილი სერვისის ექსპორტში შეადგენს 62,2%-ს.

2015 წლის დაზუსტებული მონაცემები ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.