ახალი წელი უკან მოვიტოვეთ, მაგრამ წინ ძველით ახალი წელია და კიდევ ერთი მიზეზი მეგობრებთან ერთად შეკრებისა და დროის საუკეთესოდ გატარებისთვის.
ქართულ რესტორნები 13 იანვარს საკუთარ პროგრამას გვთავაზობენ. განსაკუთრებული საღამო გაიმართება რესტორანში „შატრო“, რომელიც ჭავჭავაძის 75-ში მდებარეობს. აქ ყოველთვის შეგიძლიათ დაესწროთ სასიამოვნო ქართული მუსიკის საღამოებს და 13 იანვრის საღამოც არ იქნება გამონაკლისი.
„შატროში“ ძველით ახალი წელს თქვენთვის იმღერებენ მაგდა ნიკოლეიშვილი, მალალო ლორთქიფანიძე, ნათია ბუბაშვილი, „თეატრალურის კვარტეტი“, საღამოს ცეცხლოვან ელფერს შესძენს მაესტრო მორისი ლათინური ცეკვებით. წამყვანი გახლავთ „თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, ოთო კოვზირიძე.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, იქნება უამრავი გათამაშება, მათ შორის სიმღერისა და ცეკვის კონკურსები, ასევე სიურპრიზები და საჩუქრები.
ბილეთის ფასში შედის საახალწლო მენიუ, რომელიც ძალიან გემრიელად გამოიყურება.
ბილეთების დასაჯავშნად შეგიძლიათ დარეკოთ: 2227832; 577200779

