ანრი ჯოხაძემ შობის დღესასწაულზე ის ადამიანი გაიხსენა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ძალიან მოენატრა, უნდოდა მისთვის შობის მილოცვა, მაგრამ ვერ შეძლო…
„წეღან საჭესთან მჯდომი რადიოტალღებზე ვეძებდი რამე ჩემთვის საინტერესო მუსიკას და უცებ ერთ-ერთ ტალღაზე ჩემი ეთერ კაკულია მღეროდა… ვუსმენდი ეთოს და მომინდა, შობა მიმელოცა, ტელეფონისკენ ხელი წავიღე და გამახსენდა, რომ ის აღარ არის …
სიმღერის ბოლოს ვიგრძენი, რომ თვალები ცრემლებით მქონდა სავსე, ალბათ, ძალიან მომენატრა.
ჩემო ეთო, სადაც არ უნდა იყო ახლა, გილოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! ❤❤❤
P.S გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სანამ ცოცხლები ვართ“.
