პატარა გოგონა თიგან ლექცენი აგვისტოში უმძიმესი პათოლოგიით დაიბადა. ის ცალი ფილტვით მოევლინა სამყაროს და ასევე გულის მარცხენა მხარე მთლიანად იყო პარალიზებული. პატარას მშობლებს, ქასიდსა და ჩადს უთხრეს, რომ მათი გოგონას გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, განსაკუთრებული ზედამხედველობა იყო ბავშვთა საავადმყოფოში. მოგვიანებთ პატარა თიგანი სახლში გადაიყვანეს, სადაც მას მედდა მეთვალყურეობდა.
ორი თვის გასვლის შემდეგ, გოგონა კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატით განაგრძობდა სიცოცხლეს, რამაც მშობლებს იმედი მისცა. მათ დაიწყეს ფიქრი იმაზე, ხომ არ ცდებოდნენ ექიმები. მედდამ, რომელიც პატარას უვლისა, მათ ამერიკის 10 საუკეთესო ბავშვთა ქირურგი ურჩია, მათ შორის იყო ექიმი რედმონ ბურკე. სწორედ მას გაეგზავნა პატარა თიგერის სამედიცინო დოკუმენტაცია.
ექიმი რედმონ ბურკე თავის გუნდს, რომელშიც 30 ქირურგი შედის, კვირაში სამჯერ ხვდება, რათა მკურნალობის უახლესი მეთოდები განიხილონ. ის საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და ეს ურთულესი საქმეც საკუთარ თავზე აიღო. ამჯერად მან სპეციალური აპლიკაციის Sketchfab-ის საშუალებით ბავშვის გულის 3D გამოსახულება შექმნა. სწორედ ამ გზით აკვირდებოდნენ პატარას გულს ქირურგები და ეძებდნენ შესაძლო გმოსავალს. Google-დან გადმოწერილმა ამ აპლიკაციამ ექიმებს უბიძგა გამოსავლისკენ. CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ექიმმა ბურკემ დეტალურად ისაუბრა გოგონას მდგომარეობაზე. მისი თქმით, გულის ვირტუალურმა საურათმა ექიმებს მისცა საშუალება სწორად დაეგეგმათ ოპერაცია ისე, რომ არ გამოეწვიათ გულის შეკუმშვა.
ოპერაციის დროს ექიმებმა ზუსტად ის სურათი მიიღეს, რაც მათ უკვე წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული გულის ვირტუალურ გამოსახულებაზე. სწორედ ამიტომაც ყველა ნაბიჯი წინასწარ იყო გათვლილი. ოპერაციამ წარმატებთ ჩაიარა და ოთხი კვირის შემდეგ გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. უკვე ორ კვირაში პატარა სახლში გაწერეს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თიგანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
