საქართველოს საგარეო უწყება თურქეთის მიერ სავიზო რეჟიმის დაწესებას არ ელოდება. მთავრობის სხდომის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ თურქული მხარე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებას აპირებს.
“ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე საჭიროებას ამისათვის ან ისეთ გარემოებას, რამაც შეიძლება შეცვალოს ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი ამ ეტაპზე”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
